მტკვარი გაქრება?!
- 2014-12-01 08:22:52
- 2609 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ასპინძაში საქართველოს დედამდინარის ადგილზე გუბეებია დარჩენილი! - გარემოს დაცვის მინისტრმა თურქეთში სასწრაფო წერილი გაგზავნა
"აზერბაიჯანელები იმაზე წუხდნენ, მტკვარი კასპიის ზღვაში ჩაედინება და ეს ჩვენს ეკოლოგიაზე კატასტროფულად იმოქმედებსო! თუ ეს ამბავი აზერბაიჯანის ეკოლოგიაზე კატასტროფულად იმოქმედებს, მაშინ ჩვენ რაღა მოგვივა?! - მთელი თბილისის კანალიზაციური ქსელი მტკვრით იწმინდება. იქამდე კი ნახევარი საქართველო სარწყავად იყენებს."
"მსგავსი ჯოჯოხეთის შეგრძნება სიცოცხლეში არ მქონია, დამშრალი მტკვარი რომ დავინახე"
ათასწლეულების განმავლობაში, საუკუნიდან საუკუნემდე და ალბათ დასაბამიდანაც, მტკვარი საქართველოს დედამდინარედ მიიჩნეოდა, შესაბამისად, საუკუნიდან საუკუნამდე ქართველი ერი ფიქრადაც ვერ გაივლებდა, რომ დადგებოდა დრო და მტყკარს დაკარგავდა. ჩვენს დროშიც კი, როცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ამაზე ფიქრი ბოროტი ფანტაზიიის ნაყოფს უფრო ჰგავდა, ვიდრე რეალობას, არადა, როგორც ჩანს, ეს შეიძლება მართლაც მოხდეს, თუ უკვე არ მოხდა... 2 კვირაა, ასპინძაში, თურქეთის საზღვართან მტკვარი გაქრა! მტკვრის დაშრობაზე ასპინძის სასოფლო საკონსულტაციო ცენტრის აგრონომმა ნუგზარ კაველიძემ განგაში მაშინ ატეხა, როცა თურქეთი საზღვარზე, ნასოფლარ ოლოდაში, - სადაც ქართველი მესაზღვრეების დისლოკაციის ადგილია, თვალი ჯერ კიდევ 2 კვირის წინანდელ ულამაზეს ხეობას შეავლო და იქ ჯოჯოხეთი დახვდა.
- მსგავსი ჯოჯოხეთის შეგრძნება სიცოცხლეში არ მქონია, დამშრალი მტკვარი რომ დავინახე, ისეთი საშინელება იყო, ჯერ დაჯერებაც არ მინდოდა, "თავის დასაცავად" ისიც კი გავიფიქრე, იქნებ ეს სიზმარია-მეთქი? თუმცა სიზმარი რომ ყოფილიყო, ბედნიერი ვიქნებოდი, - თურქეთის საზღვრიდან, ვიდრე ჩვენი მდინარეეები შეურთდებოდნენ, მტკვარი აღარ მოდის, აღარ არსებობს! მის ადგილზე მხოლოდ გუბეებია დარჩენილი. იმ ტერიტორიიდან კი. სადაც მტკვარს მარცხნიდან პატარა მდინარეები: დუმელია და ბუზმარეთი უერთდებიან. ხოლო მარჯვნიდან- ხავეთი და ოკამი მტკვრის კალაპოტში უკვე წყალი მიდის, მაგრამ ეს მტკვარი აღარ არის, - მარჯვნიდან და მარცხნიდან 2-2 მეტრით დავიწროებული და დათხელებულია. თანაც, ეს ახლა, როცა წვიმს, თორემ, გვალვებისას როცა ჩვენი პატარა მდინარეები დაშრება, გამოდის, მტკვრის კალაპოტში წყალი საერთოდ აღარ იქნება! ამას ისუც ემატება, რომ დამშრალ კლაპოტში უწყლობისაგნ დახოცილი თევზიც ყრია…
წაიკითხეთ სრულად