როგორ იცავს ქაფი ლუდს დაქცევისგან

პრინსტონის უნივერსიტეტის თანამშრომელმა ელბან სორემ ექსპერიმენტი ჩაატარა იმის გასარკვევად, თუ რა გავლენას ახდენს სხვადასხვა სითხის დაქცევაზე ქაფი.

ექსპერიმენტის ჩატარების იდეა სორეს და მის კოლეგებს ბარიდან ლუდის ბოკლებით გამოტანისას დაებადათ. უნივერსიტეტის თანამშრომლებმა შეამჩნიეს, რომ ლუდი, რომელსაც ქაფის ფენა ჰქონდა, ბოკალიდან უფრო იშვიათად იღვრებოდა, ვიდრე უქაფო. ანალოგიური კანონზომიერება მათ ქაფიან ლატესა და ჩვეულებრივ შავ ყავაშიც შეამჩნიეს. სორემ და კოლეგებმა გადაწყვიტეს, გაერკვიათ, ნამდვილად აფერხებს თუ არა ქაფი ჭიქიდან სითხის გადმოსვლას.

ამისთვის მათ წყალი გლიცერინსა და ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებებში გაურიეს, შემდეგ კი შექმნეს ბუშტები, რომ კვლევისთვის მდგრადი ქაფის ფენა შეექმნათ. ცდების შედეგად გაირკვა, რომ 3 მმ ქაფს შეუძლია ჭიქაში სითხის რხევების ამპლიტუდის მნიშვნელოვნად შემცირება, 3 სმ ქაფი კი მათ, ფაქტობრივად, მაშინვე ჩაახშობს. მკვლევარები თვლიან, რომ მათი აღმოჩენა ადამიანებს საშიში სითხეების ტრანსპორტირებაში გამოადგებათ. მათი ქაფის ფენით დაფარვა შეიძლება გაჟონვისა და კონტეინერების დაზიანების თავიდან ასაცილებლად.