ანჯელინა ჯოლი ავარიაში მოყვა

39 წლის ანჯელინა ჯოლი ავარიაში მოყვა. ავტოსაგზაო შემთხვევა ლოს ანჯელესში მოხდა. დაქირავებულმა მძღოლმა ვერ დაიმორჩილა ავტომობილის საჭე, რომლითაც მსახიობი საკუთარი პროექტის ,,გაუტეხელის’’ მორიგი ჩვენებიდან ბრუნდებოდა სახლში, და თხრილში ჩავარდა. შემთხვევამ ჯოლი ძალიან შეაშინა, თუმცა საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.


როგორც პორტალი TMZ წერს, ავარიის მიზეზი ნაწვიმარი გზა გახდა.


შემთხვევის შემდეგ ჯოლი სხვა ავტომობილში გადასვეს და ის დაბრუნდა სახლში, სადაც მეუღლე ელოდებოდა.




წყარო - mediamall.ge