10 ნიშანი იმისა, რომ თქვენ ქმრისგან ძალადობის მსხვერპლი ხართ

ბოლო დროს სულ უფრო აქტუალური და მწვავე ხდება თემა – ქალზე ძალადობა. უამრავი შემაძრწუნებელი ფაქტი მოხდა ჩვენს ქვეყანაში, რამაც ალბათ ბევრი ადამიანი დააფიქრა.
გთავაზობთ 10 ნიშანს, რომელიც მეტყველებს, რომ თქვენ ქმრისგან ძალადობის მსხვერპლი ხართ:

1. ყველაფერი ხელიდან გივარდებათ, მოუქნელი ხართ
არაფერია გასაოცარი, შიშველი ფსიქოლოგიაა. თუ თქვენს ყოველ უხერხულ მოძრაობაზე გადმოკარკლავენ თვალებს და გიღრიალებენ: "ისევ? რა მრუდე ხელი გაქვს", მაშინ მალე საკუთარ თავს თავადაც მოუხერხებლად მიიჩნევთ და საკუთარ მოუქნელობაზე ყურადღებას გაამახვილებთ. მეტიც, თქვენი მეორე ნახევარი საკუთარ შეცდომებს ვერ ამჩნევს ან იმასაც თქვენ გაბრალებთ – თქვენ დადეთ ცუდად, ისე არ გაიარეთ, ხმამაღლა ისუნთქეთ და ასე შემდეგ...

2. ყველა იმედს უცრუებთ
რასაც უნდა აკეთებდეთ – არაფერი ხეირიანად არ გამოგდით. თქვენ მიერ მოხარშული მაკარონიც კი უგულოდ არის მომზადებული, ჩაი კი ერთი გრადუსით გრილია, ვიდრე უნდა ყოფილიყო. ყოველთვის სამარცხვინო სისულელეებს ლაპარაკობთ, ხოლო თქვენი მეორე ნახევარი, როგორც წესი, თქვენ გამო ბოდიშებს იხდის მეგობრებთან.

3. თქვენ აპროვოცირებთ
ყოველთვის, როცა თქვენი მეორე ნახევარი ყვირის ან იწყებს ხელების ქნევას, ამაში თქვენ ხართ დამნაშავე. იმიტომ, რომ პროვოცირება მოახდინეთ. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ. მაგალითად, გამომწვევად გაჩუმდით და თქვენთვის იდექით კუთხეში. როცა თქვენს მეუღლეს გიჟივით დაჰყავს მანქანა, თქვენ ჩუმად ხართ, რომ ის კიდევ უფრო არ გააგიჟოთ. მეტიც, უკვე თავადაც ფიქრობთ, რომ არასწორად იქცევით, რადგან ეს ერთ დროს უწყინარი არსება საშიშ ფსიქოპათად გადააქციეთ. აბა, მხოლოდ მისი პრობლემა ხომ არ შეიძლება იყოს ეს?

4. თქვენ აღარ გყავთ მეგობრები
ჯერ კიდევ ურთიერთობის დასაწყისში თქვენმა მეორე ნახევარმა "აგიხილათ თვალები", რომ თაკო – სულელია, ნინი – იდიოტი, ხოლო ქეთა აუტანლად ეჭვიანი. თუკი ვინმე შემოგრჩათ მეგობრებიდან, მისი სტუმრად მოსვლა არასასურველია, ხოლო მასთან ვიზიტები სკანდალებით ისჯება. რაც ყველაზე უცნაურია, თქვენ ეს ნორმალურად მიგაჩნიათ.

5. არ გაქვთ საკუთარი ფული
თქვენი ხელფასი – საერთო ფულია. საკუთარი ფული მხოლოდ თქვენს მეორე ნახევარს აქვს. ყველა ხარჯი მასთან შეთანხმებული და მისგან თანხმობამიღებული უნდა იყოს. და აღარც კი გახსოვთ, როდის შეიძინეთ საკუთარი თავისთვის თუნდაც ერთი წვრილმანი.

წაიკითხეთ  სტატია  სრულად