სასიამოვნო სიახლე iPhone-ს მოყვარულებს

ბოლო პერიოდში, ტექნიკის ბაზრის ერთერთი ყველაზე პოპულარული და ლიდერი კომპანია Apple-ი, თავის მომხმარებელს ხშირად ანებივრებს. მართალია iPhone 6 და 6 Plus ბაზარზე სულ რაღაც 2 თვის უკან გამოჩნდა, თუმცა, უკვე აქტიურად მიდის საუბარი მომდევნო თაობის iPhone-ს გამოსვლაზეც.

Industrial and Commercial times-ის ინფორმაციით, Apple-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კომპანია, ყოველ 6 თვეში ერთხელ iPhone-ის ახალ მოდელს გამოუშვებს.

როგორც ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, 2015 წლის გაზაფხულზე ბაზარზე iPhone 6S გამოვა, ხოლო სექტემბერში - მომხმარებელი უკვე iPhone 7-ის გამოჩენას უნდა ელოდოს.



წყარო