როგორ კვდებოდნენ ცნობილი ღვთისმგმობები?

უგუნური უნდა იყო ადამიანი, რომ ქვემოთ მოყვანილი ფაქტების შემდეგ მაინც ვერ დაინახო ადამიანური ბუნების უსუსურობა და ღვთის სიდიადე. სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში ადამიანს ეცლება მისთვის დამახასიათებელი სიცრუისა და ილუზიების გარსი და იგი რჩება რეალობასთან პირისპირ. სწორედ ამ წუთებშია ადამიანი ყველაზე გულწრფელი. ამა ცხოვრების ილუზიები და ხიბლი ერთბაშად სცილდება სიკვდილის პირას მდგარ ადამიანს, ღვთის განგებულებით მას ეხსნება საიქიო ცხოვრების სახე. იგი უკვე იმქვეყნიური საზომით ხედავს ღმერთსაც, საკუთარ თავსაც, სხვა ადამიანებსაც. სწორედ ამიტომ ენიჭება ადამიანის უკანასკნელ სიტყვებს უდიდესი მნიშვნელობა. ამ სიტყვებით ღმერთი გვაფხიზლებს და გვაფრთხილებს ჩვენ. სანამ გვაქვს კიდევ დარჩენილი დრო, მივხედოთ ჩვენს თავს, დავინახოთ ღმერთი, განვაგდოთ ბოროტი, გავუღოთ უფალს გულის კარი, შევიცნოთ ჭეშმარიტება და მომზადებულები შევხვდეთ ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელ წუთებს. არ დავემსგავსოთ იმ უგუნურ მონას, რომელმაც იფიქრა – აგვიანებსო უფალი და დაიწყო თავისივე მსგავსი მონების ცემა და მემთვრალეებთან ჭამა და სმა. „მაშინ მოვიდეს უფალი იგი მონისა მის დღესა, რომელსა არა მოელოდოს და ჟამსა, რომელი არა უწყოდეს და ორგან განკუეთოს იგი და ნაწილი მისი დადვას ორგულთა თანა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთა“ (მთ. 24, 48-51).
სიბრძნით ვიაროთ ქრისტეს მიერ გაკვალულ ვიწრო და ეკლიან გზაზე.
გვახსოვდეს სიკვდილი!
ყოველი დღე ისე გავატაროთ, როგორც ცხოვრების უკანასკნელი დღე, რადგან არ ვიცით, როდის მოგვისწრებს აღსასრული. მოვემზადოთ უფალთან შესახვედრად. პირნათლად შევეგებოთ მას, რათა დავიმკვიდროთ საუკუნო ცხოვრება და სასუფეველი ცათა! ყველაზე დიდი სიბრძნე სწორედ ამაში მდგომარეობს.

დავით ჰიუმი
– ათეისტი. სიკვდილის წინ იგი გამუდმებით ერთსა და იმავე სიტყვებს იმეორებდა: „მე ცეცხლში ვარ, ცეცხლში ვიწვები!“
ნაპოლეონი – იმპერატორი. მისი მკურნალი ექიმი წერს: „იმპერატორი ყველასგან მიტოვებული გარდაიცვალა. მისი სიკვდილისწინა წუთები საშინელი იყო“.

შარლ IX: „დავიღუპე! ამას ნათლადა ვგრძნობ“.

ჰობბსი – ინგლისელი ფილოსოფოსი: „მე ვდგავარ საშინელი წყვდიადის პირას!“
ფრიდრიხ ნიცშე გარდაიცვალა გაგიჟებული.

ვ.ი. ლენინი – გარდაიცვალა ჭკუაზე შეშლილი. იგი თურმე ცოდვებისათვის პატიებას სთხოვდა მაგიდასა და სკამებს. ეტყობა სიცოცხლის ბოლოს მას გამოეცხადნენ და მოჰკითხეს პასუხი მისი ბრძანებით დახოცილი უამრავი ადამიანის სულებმა.

ზინოვიევი – ლენინის თანამებრძოლი. დახვრიტეს სტალინის ბრძანებით. „ისმინე, ისრაელ, უფალი ღმერთი ჩვენი არს ერთი ღმერთი!“ – აი, ათეისტური სახელმწიფოს ერთ-ერთი ხელმძღვანელის უკანასკნელი სიტყვები.

უინსთონ ჩერჩილი – ინგლისის ყოფილი პრემიერ-მინისტრი: „ვაი მე, რა უგუნური ვყოფილვარ!“

იაგოდა – საბჭოთა საიდუმლო სამსახურის უფროსი: „როგორც ჩანს, ღმერთი არსებობს . იგი მსჯის მე ჩადენილი ცოდვებისათვის“.

იაროსლავსკი – ათეისტური ინტერნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტი: „გევედრებით! დაწვით ყველა ჩემი წიგნი. შეხედეთ წმინდანს! იგი დიდი ხანია მელოდება. ის აქ არის!“