ფსიქიკური აშლილობები (7 ფოტო)



img

ფსიქიკური აშლილობის დროს ადგილი აქვს არატიპიურ, სხვებისთვის ხელისშემშლელ ან ზიანის მომტან, დეზადაპტურ და საფუძველს მოკლებულ ქცევას. “ფსიქიკური აშლილობებისა და სტატისტიკის ცნობარში” ანუ ე.წ. DSM-IV-ში 230 ფსიქიკური აშლილობა 17 კატეგორიად არის დაჯგუფებული.

img

აფექტური აშლილობები – ეს არის ფსიქიკური აშლილობები, რომლის დროსაც განსაკუთრებულად ზიანდება ადამიანის ემოციური და ნებელობითი სფერო. ძირითადად განასხვავებენ ბიპოლარულ აფექტურ აშლილობებს ანუ მანიაკალურ–დეპრესიულ ფსიქოზს და დიდ დეპრესიას. პირველის შემთხვევაში საქმე გვაქვს ემოციური მდგომარეობის ცვლილებებთან – ორი ურთერთსაწინააღმდეგო მდგომარეობა, მანიაკალური და დეპრესიული, ცვლის ერთმანეთს. ამ შეტევათა ფაზების ხანგრძლივობა სხვადასხვა შემთხვევისათვის ინდივიდუალური და განსხვავებულია. მანიაკალურ მდგომარეობას ახასიათებს აგზნებულობა,ჰიპერაქტიურობა, ჭარბსიტყვიანობა და ზედმეტი ოპტიმიზმი. ეს დაავადება მოსახლეობის დაახლოებით 1%–ს აღენისნება (განსაკუთრებით ქალებს).გაცილებით გავრცელებულია დიდი დეპრესია.დეპრესიაში მყოფი ადამიანი უარყოფითი,ხშირად უაღრესად მძიმე ემოციონალური მდგომარეობის ტყვეობაშია, დაკარგული აქვს ცხოვრების ხალისი, იტანჯება დათრგუნულობით,უიმედობითა და ღრმა სევდით.





img

შიზოფრენია – ეს არის სერიოზული ფსიქიკური დარღვევების ჯგუფის საერთო სახელი, რომლებიც ხასიათდებიან ბოდვითი აზროვნებით, დამახინჯებული აღქმით, არაადექვატური ემოციებითა და ქცეებით. ამ დროს ადამიანი კარგავს აწრის ლოგიკურად დაწყობის უნარს,არალოგიკურად გადადის ერთი მტკიცებიდან მეორეზე,რის გამოც მისი მსჯელობა ხშირად აბსურდულია.ასეთ შემთხვევაში ხშირად აღინიშნება ილუზიები და ჰალუცინაციები.



img

დისოციაციური აშლილობები – ხასიათდება ფსიქიკური ფუნქციების, მე–ს რეალურობის ან მოტორული ქცევის ინტეგრირებულობისა და ერთიანობის უეცარი დარღვევით. ამ ჯგუფში შედის ფსიქოგენური ამნეზია, რომლის დროსაც ადამიანი რაიმე ორგანული მიზეზის გარეშე კარგავს უნარს გაიხსენოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ.



img

სომატომორფული აშლილობები – ამ დროს ავადმყოფს აღენიშნება სხვადასხვა სახის სხეულებრივი ჩივილები, როცა არ არსებობს ავადმყოფობის არანაირო ორგანული ნიშანი თუ მიზეზი. ამ ჯგუფში შედის იპოქონდრია – ყველაზე გავრცელებული დაავადება, რომელიც ვლინდება გადამეტებულ წუხილში საკუთარი ჯანმრთელობისშესახებ.პაციენტი დარწმუნებულია რომ მას სერიოზული დაავადება სჭირს,თუმცა სინამდვილეში, ფიზიკური თვალსაზრისით სრულებით ჯანმრთელია.



img

პიროვნების აშლილობები –ხასიათის თვისებების პათოლოგიური ცვლილებებია. არსებობს პიროვნული აშლილობის რამდენიმე სახეობა. პარანოიდული პიროვნებისათვის დამახასიათებელია ზღვარსგადასული ეჭვიანობა და სხვებისთვის ბოროტი ზრახვების მიწერა.ისტერიულ პიროვნებას ახასიათებს ქცევის თეატრალურობა და გამომხატველობა.დემონსტრაციული ემოციურობა,საკუთარი პერსონისადმი ყურაღების მიპყრობის მუდმივი სწრაფვა. ნარცისული პიროვნება გადჭარბებულად აფასებს საკუთარი პერსონის მნიშვნელობას და არაფრად აგდებს სხვების უფლებებს.


img

შფოთვითი აშლილობები – ამ სახის აშლილობების საერთო სიმპტომებია: ირაციონალური შფოტვის ან შიშის გრძნობა და მისგან თავის დაღწევის მცდელობა.ამ ჯგუფში შედისფობიები,რომელთა ჩამოყალიბება საკმაოდ ადრეულ ასაკში იწყება (მაგ: აგორაფობია, კლაუსტროფობია,აკროფობია,ზოოფობია და ა.შ).