დევიდ ბექჰემი უფროს შვილთან ერთად ავარიაში მოყვა!

დევიდ ბექჰემს საგზაო მოძრაობისას ბედი ნამდვილად არ წყალობს. არც ისე დიდი ხნის წინ სპორტსმენი მოტოციკლეტიდან გადმოვარდა, როცა პაპარაცებისგან თავის დაღწევას ცდილობდა, ახლა კი ის ავარიაში მოყვა. ამჯერად ავტომობილში მასთან ერთად მისი 15 წლის შვილი ბრუკლინი იჯდა.

მართალია შეჯახება საკმაოდ ძლიერი იყო, მაგრამ სერიოზულად არავინ დაშავებულა. ინციდენტი ინგლისში, ჰარტფორდშირში მოხდა. დევიდს თავისი მანქანით შვილი ფეხბურთის ვარჯიშიდან გამოჰყავდა, როცა მათ მეორე ავტომობილი შეეჯახათ. საბედნიეროდ დამცავი ბალიშები გაიხსნა და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.





წყარო