TOP სამი სუპერ-მეოჯახე მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ალბათ ძალიან ბევრი ქალის ოცნებაა მამაკაცი, რომელსაც გამოკვეთილი მეოჯახის თვისებები, ქალზე ზრუნვის ნიჭი და მშვიდი ხასიათი გააჩნია. თუმცა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ თეორიას ხშირად აბსოლუტურად აბათილებს პრაქტიკა -–ქალები ერთობ ამოუცნობი არსებები არიან. ოცნებობენ მეოჯახე კაცზე, რეალურად კი მათ გულს ძალზე ხშირად უხეში, უყურადღებო და დიქტატორი მამაკაცი იპყრობს.
არა, დღეს "ზოდიაქოს მაჩოებზე" არ ვსაუბრობთ, ძვირფასო ქალებო. დღევანდელი სტატიის თემა საუკეთესო მოეჯახეების სამეული იქნება – ანუ მამაკაცები, რომელთა უმრავლესობასაც ქალების დიდი ნაწილი საკმაოდ გვიან ამჩნევს და მხოლოდ მრავალწლიანი, ერთობლივი ოჯახური ცხოვრების შემდეგ აფასებს.

კურო – ერთი შეხედვით სიტყვაძუნწი, ფლეგმატური კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს. კუროს არ უყვარს ქალის მოსახიბლად მალაყების კეთება. იგი ზედმეტად მიწიერი არსებაა საიმისოდ, რომ საყვარელი არსების გულის მოსაგებად ათასგვარი სახის ექსტრავაგანტური სისულელე ჩაიდინოს (ასეთები მშვილდოსნებსა და მერწყულებს შორის მოიკითხეთ). სამაგიეროდ, თუკი მისი ნდობა დაიმსახურეთ სამომავლოდ მისგან კომფორტული და მშვიდი ცხოვრების მყარ გარანტიას მიიღებთ. ეს კაცი ვარდისფერ კოშკებს არასოდეს ააშენებს თქვენი სიმპათიის მოსაპოვებლად. სამაგიეროდ, მის გვერდით ნებისმიერი ცხოვრებისეული უსიამოვნებისგან იქნებით დაცული მყარად – კურო იშვიათი მესაკუთრე ნიშანია. შესაბამისად, თავის საკუთრებას იგი თვალისჩინივით უვლის და უფრთხილდება.

კირჩხიბი – შესაძლოა თავდაპირველად მისმა ემოციურობამ და ოჯახთან მიჯაჭვულობამ ამ კაცთან ურთიერთობის გაბმის სურვილი დაგიკარგოთ. თუმცა, ასტროლოგები თვლიან, რომ მანამ სანამ კირჩხიბ თაყვანისმცემელს საბოლოოდ გაუყენებთ "ყოფილების" გზას კარგი იქნებოდა დაფიქრება. იგი იდეალური კულინარი, მზუნველი ქმარი და დედის ფუნქციებით აღჭურვილი მამა იქნება თქვენი შვილისთვის. მას შეუძლია გაგანებივროთ ყველაფრით, რასაც ისურვებთ, ამასთან ერთად აქცენტს ყოველთვის ხარისხზე გააკეთებს და არა რაოდენობაზე. მის სიძუნწეზე მოარული მითები იმ პერიოდიდან დაკარგავს ძალას, როცა თქვენ ამ კაცის გულში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებთ. ამის შემდეგ მოწუწუნე, დეპრესიული კირჩხიბი თქვენ წინაშე სრულიად ტრანსფორმირდება და მისი სახით მზრუნველ, მოსიყვარულე და ერთგულ მეუღლეს შეიძენთ.
P.S. პერიოდულად თუ დედის რჩევებსაც იზიარებს ეს ცოდვა როგორმე აპატიეთ.


წაიკითხეთ  სრულად