5 ბრძენი ებრაელი იმის შესახებ, თუ რატომაა ხალხი ასე ცუდად

1. პირველი ბრძენი ებრაელი ამბობდა, ადამიანი იმიტომაა ასეც ცუდად, რომ მას აი, აქ (და ხელს შუბლზე იდებდა) ყველაფერი ცუდად აქვსო. ეს მოსე იყო.

2. მეორე ბრძენი ებრაელი ამბობდა, ადამიანი იმიტომაა ასეც ცუდად, რომ მას აი, აქ (და ხელს გულზე იდებდა) ყველაფერი ცუდად აქვსო. ეს ქრისტე იყო.

3. მესამე ბრძენი ებრაელი ამბობდა, ადამიანი იმიტომაა ასეც ცუდად, რომ მას აი, აქ (და ხელს ჯიბეზე იდებდა) ყველაფერი ცუდად აქვსო. ეს მარქსი იყო.

4. მეოთხე ბრძენი ებრაელი ამბობდა, ადამიანი იმიტომაა ასეც ცუდად, რომ მას აი, აქ (და ხელს წელსქვევით იდებდა) ყველაფერი ცუდად აქვსო. ეს ფროიდი იყო.

5. მეხუთე ბრძენი ებრაელი ამბობდა, ადამიანი სულაც არაა ძალიან ცუდად, რადგან ყველაფერი ფარდობითიაო. ეს აინშტაინი იყო.





წყარო