ადამიანის დახასიათება ნუმეროლოგიის დახმარებით

ინდურ ნუმეროლოგიაში არსებობს საკმაოდ საინტერესო მეთოდი, რომლის დახმარებით შეგიძლიათ გამოთვალოთ საკუთარი მომავალი პარტნიორის “ცხოვრების ციფრი“ და ასე გაიგოთ თქვენი პარტნიორის ხასიათი.
ჯერ საჭიროა გამოთვალოთ საკუთარი პარტნიორის “ცხოვრების ციფრი” და ამას ამ მეთოდით ვაკეთებთ. ვკრებთ ჩვენი პარტნიორის დაბადების დღის, თვისა და წლის რიცხვებს და შემდეგი მათი ჯამი “დაგვყვავს” ერთნიშნა ციფრამდე.
მაგალითად, ჩვენი მომავალი პარტნიორი დაიბადა 1989 წლის 11 აგვისტოს.
დავწეროთ ეს თარიღი ციფრებში და ყველა მათგანი შევკრიბოთ:
1 + 1 (დღე) + 0 + 8 (თვე) + 1 + 9 + 8 + 9 (წელი) = 37.
ახლა კი 37 დავიყვანოთ ერთნიშნა ციფრამდე, ანუ ამ რიცხვში შემავალი ციფრები შევკრიბოთ: 37 = 3 + 7 = 10.
მიღებული რიცხვში შემავალი ციფრები დავუმათ ერთმანეთს იქამდე, სანამ ერთნიშნა ციფრ არ მივიღებთ, ანუ 10 = 1 + 0 = 1.
გამოდის, რომ თუ ჩვენი პარტნიორი 1989 წლის 11 აგვისტოს დაიბადა, მისი “ცხოვრების ციფრი” ყოფილა 1.
ქვემოთ გაიგეთ ყველა შესაძლოა ვარიანტის ინტერპრეტაცია (როგორც მამაკაცის, ისე ქალის შემთხვევაში).


თუ თქვენი პარტნიორის ცხოვრების ციფრია 1
ქალი: მას მტკიცე ხასიათი აქვს. უყვარს დომინირება და იმპულსურია, ამიტომ მამაკაცს მასთან მეტი მოთმინება მართებს.
მამაკაცი: ის მამაცი, დამოუკიდებელი, ენერგიული და შემტევია. მიზანდასახულობისა და საკუთარი თავის რწმენის გამო მანდილოსნებში პოპულარულია.

თუ თქვენი პარტნიორის ცხოვრების ციფრია 2
ქალი: ასეთი ქალი კომუნიკაბელური და მომხიბვლელია. ვერ იტანს უხეშობას და კონფლიქტურ სიტუაციებვს. იგი მეოცნებეა. უყვარს როდესაც ანებივრებენ.
მამაკაცი: მას უყვარს საზოგადოებაში ყოფნა, უშუალო და მიმნდობია. აფასებს სილამაზეს და იოლად უყვარდება. ყველაზე მეტად კომფორტისკენ და სტაბილურობისკენ ისწრაფვის.

თუ თქვენი პარტნიორის ცხოვრების ციფრია 3
ქალი: ის მოძრავი და ინტერესიანია. ძლიერი ინტუიციით გამოირჩევა. ყოველთვის ოპტიმისტურად არის განწყობილი და მომავლის სჯერა. რომანტიკულია და თავგადასავლებს ეძებს.
მამაკაცი: აქტიური, მხიარული და კომუნიკაბელურია. პარტნიორში არა მხოლოდ გარეგან, არამედ შინაგან სილამაზესაც აფასებს. ასევე ხიბლას განათლებული, ინტელექტუალური პარტნიორი. ვერ იტანს შეზღუდვებს.

თუ თქვენი პარტნიორის ცხოვრების ციფრია 4
ქალი: რეალისტი, პრაქტიკული და საღად მოაზროვნე ადამიანია. პირველ ადგილზე ოჯახსა და ბავშვებს აყენებს. თუმცა ეჭვიანია და ზოგჯერ ჭირვეულობაც ახასიათებს.
მამაკაცი: ის ქალში საიმედოობსა და მკაფიოობას აფასებს. ტრადიციების დაცვას ცდილობს. ვერ იტანს დაუფიქრებელ და არაგონივრულ ხარჯებს, ამიტომ, მის პარტნიორს ეკონომიურობა და ასევე ერთგულება მოეთხოვება.

თუ თქვენი პარტნიორის ცხოვრების ციფრია 5
ქალი: მიმზიდველი, არტისტული და მგრძნობიარეა. ცდილობს ხოლმე გადაწყვეტილება სხვების დახმარების გარეშე მიიღოს. უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და ზოგჯერ ეს ეგოიზმშიც გადასდის.
მამაკაცი: ის დამოუკიდებელი, მომხიბვლელი და მოსიყვარულეა. უყვარს ლიდერობა, თუმცა დიდსულოვანი და რომანტიკულიც არის. შეუძლია გაგება და პარტნიორის პრობლემების გულთა ახლოს მიტანა.

თუ თქვენი პარტნიორის ცხოვრების ციფრია 6
ქალი: შესაძლოა გარეგნულად იგი აუღელვებელი და ცივი ჩანდეს, თუმცა შინაგანად მგრძნობიარე და მეოცნებეა. აქვს ძლიერი ინტუიცია და ხშირად სწორ არჩევანს აკეთებს. მოკრძალებულია და არც თუ იშვიათად ბუტიაობაც ახასიათებს.
მამაკაცი: შრომისმოყვარე, საიმედო და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანია. ხშირად უფრო მეტს გასცემს, ვიდრე იღებს, რასაც მტკივნეულად განიცდის. სიახლეები ნაკლებად იზიდავს და ცდილობს მიღწეული არ დაკარგოს. აფასებს ოჯახს და ერთგულია.

თუ თქვენი პარტნიორის ცხოვრების ციფრია 7
ქალი: ის მომხიბვლელია და შარმიანი ქალია, თუმცა სწორედ თვისებები საწინააღმდეგო სქესის ადამიანებს ერთდროულად იზიდავს და აფრთხობს კიდეც. ჭკვიანი და დიპლომატიურია და ეს ეხმარება პარტნიორთან სტაბილური კავშირების აწყობაში.
მამაკაცი: ეს მამაკაცი პარტნიორის აზრს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, თუმცა დამოუკიდებელია და ცდილობს დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწიოს. უნდა ითქვას, რომ მას მიზნის მიღწევისას უმართლებს კიდეც. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინტიმური სიახლოვე. პარტნიორის მიმართ ტაქტიანი და ყურადღებიანია.

თუ თქვენი პარტნიორის ცხოვრების ციფრია 8
ქალი: ეს ქალი ძალაუფლების მოყვარულია, თუმცა გულში სათუთია, ხოლო გარეგნულად დიპლომატიურია, ამიტომ, ჭკვიანურად უთმობს ინიციატივას მამაკაცს და ცდილობს წარმატების მიღწევაში დაეხმაროს. მას სიყვარული და თანაგრძნობა სჭირდება, ამიტომ, პარტნიორად ძლიერ და ყურადღებიან მამაკაცს ირჩევს.
მამაკაცი: ეს მამაკაცი საკუთარ თავში დარწმუნებული, ორგანიზებული და პრაქტიკულია. გამოირჩევა დიდი ნებისყოფით და შეუძლია საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებაც. პატიოსანია და თუ პარტნიორს ენდო, მაშინ ბოლომდე ენდობა. თუმცა ზოგჯერ მეტად ამაყია და ეს ურთიერთობების განვითარებას ცოტას ამუხრუჭებს.

თუ თქვენი პარტნიორის ცხოვრების ციფრია 9
ქალი: არაორდინალური და საინტერესო ქალია. აინტერესებს ფილოსოფია, კულტურდა ხელოვნება. მისთვის მატერიალური კომფორტი ბევრს ნიშნავს, ამიტომ, ურთიერთობების დაწყებისას წინდახედულად მოქმედებს. ვერ იტანს როდესაც ზღუდავენ და ამის გამო კონფლიქტშიც შეიძლება შევიდეს.
მამაკაცი: ის ერუდირებული, რომანტიკული და გულღიაა. მისთვის მნიშვნელოვანია როგორც ფიზიკური, ისე სულიერი ურთიერთობა. არის სექსუალური. შეუძლია იყოს აგრესიულიც. თუმცა შეუძლია პარტნიორის გამო საკუთარი ინტერესებიც კი დათმოს.



წყარო: zodiaqo.blogspot.com