„გიორგი გაბუნია ცუდად არის"

დავით კოდუას ცემის საქმეზე გასამართლებული ნოშიკო ნამორაძის ცოლი, ნინო სუთიძე, გადაცემა „არჩევანის“ ანონსზე „ფეისბუქზე“ წერს და წამყვანს აკრიტიკებს.

„გიორგი გაბუნია ცუდად არის. რა ანონსი აქვს გული გაგისკდება, რა საცოდავები არიან. ამათთვის რა მნიშვნელობა აქვს ჯანყარაშვილი იქნება თუ მამაცაშვილი. თქვენ ხომ ვერ იქნებით და დაწყნარდით“, - წერს ნინო სუთიძე.

გიორგი გაბუნიას საავტორო გადაცემა „არჩევანში“ დღეს მთავრობის ადმინისტრაციასა და შსს-ში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე დებატები გაიმართება.





წყარო