მსოფლიოს პირველი პლასტიკური ოპერაციები (7 ფოტო)


დღევანდელ განვითარებულ სამყაროში პლასტიკური ოპერაციები საკმაოდ წარმატებულად ხორციელდება, თუმცა წინა საუკუნეში პლასტიკა როდი ამართლებდა თავის მნიშვნელობას.
მართალია, პირველი პლასტიკური ოპერაცია ერთი საუკუნის წინ ჩატარდა, თუმცა მას საფუძველი ძველ ეგვიპტესა და ინდოეთში ჩაეყარა. საუკუნეების წინ ამ ორი ერის ცნობილი ქირურგები კურდღლის ტუჩის კორექციას, ცხვირისა და თითის ამპუტაციას აკეთებდნენ.

მაინც, როგორ გამოიყურებოდნენ მეოცე საუკუნეში პირველი პლასტიკური ქირურგიის ობიექტები? გთავაზობთ რამდენიმე მათგანის ფოტოს.

ვოლტერ ეო პლასტიკური ქირურგიის ისტორიაში პირველი პაციენტია. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში მან სახეზე მრავალი დაზიანება მიიღო: დაეწვა წამწამები, ცხვირი და თითქმის მთელი სახე. 1917 წელს კი ქირურგმა ჰაროლდ გილიესმა, რომელიც პლასტიკური ქირურგიის ,,მამად“ იყო აღიარებული, მას ოპერაცია გაუკეთა.

img

უილიამ სპერკლმა კი ერთ-ერთმა პირველმა ცხვირის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა. მისი ქირურგი, ისევე, როგორც უიოლტერი იოსი, გილიესი იყო. ის გილიესის პაციენტების ჩამონათვალში 132-ე ადგილს იკავებდა. 1917 წელს გაკეთებულმა ოპერაციამ სპერკლს საბოლოო შედეგი 1920 წელს ჩამოუყალიბა.

img

მაშინ, როცა ანტიბიოტიკები ჯერ კიდევ არ იყო შექმნილი, უილი ვიკარაჟი 1916 წლამდე სახის დეფორმაციით იტანჯებოდა, თუმცა მან მაინც აიტანა სხეულის ერთი ნაწილის მეორისთვის მიბმა. უილიმ ურთულესი ოპერაცია გადაიტანა და საბოლოოდ, საკმაოდ კარგ შედეგს მიაღწია.

img

ტიმი ჟან ლინზი კი პირველი ქალბატონი იყო, რომელმაც მკერდის გადიდებისთვის პლასტიკურ ოპერაციას მიმართა. სამი ვაჟისა და სამი ქალიშვილის ქმარს გაშორებულმა დედამ 1961 წელს მკერდი სილიკონით გაიდიდა.


img

მედმიზელ ჯიოფრიმ ლიპოსაქციას პირველმა მიმართა. 1926 წლის თებერვალში მან ულამაზო ფეხების ვიზუალის გამოსწორების სურვილი გამოთქვა და ამისათვის კომპეტენტუტ ქირურგს ჩარლს დუარიერს მიმართა. პირველი ოპერაცია არა მხოლოდ წარუმატებლად დასრულდა, არამედ ფეხის განგრენაც გამოიწვია. შედეგად დუარიერის მიმართ სასამართლო პროცესი აღიძრა, რის გამოც ქირურგს კომპენსაციის სახით 200 000 ფრანკის გადახდა დაეკისრა. წარუმატებელი შედეგის მიუხედავად, პლასტიკური ოპერაციის გაკეთება არავის აუკრძალავს.

img

იზაბელ დინუარმა სახის კანი პირველმა გადაინერგა. მან სახე ძაღლის კბენის შედეგად დაისახიჩრა. ოპერაციდან 18 თვეში დინუარმა სასურველ შედეგს მიაღწია.

img