
ცოლმა მოთამაშე ქმარი აუქციონზე გაიტანა
- 2014-12-12 20:27:49
- 2079 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ელიზს ქმრის საღეჭ რეზინებში გაცვლა შესთავაზეს
იუტას შტატში მცხოვრებმა ელიზ ბრედლიმ, ვიდეო-თამაშების მოყვარული ქმარი აუქციონზე გაიტანა.
"მარტივია გამოსაყენებლად, ესაჭიროება ჭამა და წყალი მხოლოდ 3-5 საათში ერთხელ. უყვარს ჭამა და მთელი დღე ვიდეოთამაშებით ერთობა", - დაწერა Craigslist ელექტრონული აუქციონის საიტზე განაწყენებულმა ცოლმა.
მას შემდეგ, რაც ეკრანებზე Modern Warfare 3 გამოვიდა, კაელი ბრედლი თამაშს ვერ შორდება. ის ცოტა ხნის წინ, ტრავმის გამო დაბრუნდა ავღანეთიდან და აცხადებს, რომ ამ თამაშით მორალურად უჭერს მხარს ავღანეთში დარჩენილ თანამებრძოლებს.
"48 საათის განმავლობაში განუწყვეტლივ თამაშობდა. თავის ოთახში იჯდა და თითქმის ვერ ვხედავდი. ბოლოს შევედი და ვუთხარი, ასე თუ გააგრძელებ, აუქციონზე გაგყიდი-მეთქი და ისიც დამთანხმდა", - განაცხადა ელიზამ.
ზოგმა ელიზს ქმრის საღეჭ რეზინებში გაცვლა შესთავაზა, ხოლო მამაკაცებმა დაწერეს, რომ სიამოვნებით ჩაენაცვლებოდნენ. კაელი ამბობს, რომ უყვარს მეუღლე და აფასებს მის იუმორის გრძნობას.
წყარო