ქალებს ეს აღმოჩენა გაახარებთ - საკეისრო ბევრს აღარ დასჭირდება

ავსტრალიელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, სინამდვილეში რა იწვევს მშობიარობას. მათი აღმოჩენა, შესაძლოა ახალი მედიკამენტის შექმნას დაედოს საფუძვლად, რომელიც ნაადრევი მშობიარობების რისკს მინიმუმდე შეამცირებს.
მელბურნის უნივერსიტეტის მკვლევარებმა 40 კვირის ფეხმძიმე ქალის ორგანიზმში აღმოაჩინეს ცილა, რომელიც მშობიარობის დაწყებას განსაზღვრავს. ამ ცილას ორგანიზმი გამოყოფს, რათა საშვილოსნოს კუმშვის სიგნალი მისცეს. ამგვარად მეცნიერებამ იპოვა პასუხი კითხვაზე, რაც ამდენ ხანს აწუხებდა - რომელი ბიოლოგიური მექანიზმი იწვევს მშობიარობის შეტევებს ორსულობის მე-40 კვირის შემდეგ.
ავსტრალიელმა მეცნიერებმა ჯერ ამ ბიოლოგიური "წამმზომის" მუშობა ვერ ამოხსნეს, რათა ზუსტად განსაზღვრონ მშობიარობის დაწყების დრო. სამაგიეროდ, იციან, რომ საჭირო მომენტში ორგანიზმი ამ ცილას გამოყოფს პროცესის დასაწყებად. ამ აღმოჩენას, სავარაუდოდ, იმ წამლის შესაქმნელად გამოიყენებენ, რომელიც ჭარბწონიან ქალებს მშობიარობის სტიმულაციაში დაეხმარება ან პირიქით, ნაადრევ მშობიარობას ააცილებს ფეხმძიმეებს.

წაიკითხეთ  სრულად