Facebook-მა გადაწყვიტა გიხსნათ სიმთვრალეში ატვირთული ფოტოებისგან

ადამიანთა უმეტესობას არ ახსოვს სიმთვრალეში გატარებული წინა ღამე, თუმცა ინტერნეტი ყველაფერს ინახავს, მათ შორის თქვენს მიერ შუაღამის 3 საათზე ატვირთულ ფოტოებს, რომელიც გადაღების მომენტში იდეალური და კრეატიული გეგონათ, ფხიზელ გონებაზე კი მათი სოციალურ ქსელში გაზიარება ინანეთ.

სოციალური მედიის გიგანტმა თქვენი მსგავსი უხერხული სიტუაციებისგან გადარჩენა გადაწყვიტა. კომპანიის ხელოვნური ინტელექტის კვლევითი ლაბორატორიის უკან მდგომი ადამიანი – Yann LeCun ინოვაციურ ფორმულაზე მუშაობს, რომელიც ნასვამ ან არაფხიზელ მდგომარეობაში გადაღებული ფოტოს ამოცნობას სურათზე გამოსახული სახის გამომეტყველებით მოახდენს.

ონლაინ ასისტენტი მომხმარებლებს ფოტოს დაპოსტვამდე გადამოწმებას მოსთხოვს, რითაც მაქსიმალურად ეცდება უხერხული ფოტოების ატვირთვის ფაქტი გამორიცხოს. გარდა ამისა, LeCun ასევე აქტიურად ავითარებს სოციალური მედიის ონლაინ გამოცდილებას.


წყარო