
ის, რაც ამ პატარა ‘ბუნაგისგან’ შექმნეს, გასაოცარია! საცხოვრებლად 8 კვ.მ.-ც საკმარისია!
- 2014-12-16 11:23:11
- 19471 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

დიზაინერებმა საერთაშორისო სტუდია Kitoko-დან პარიზის ცენტრში მე-7 სართულზე არსებული 8 კვ.მ ფართობის ეს პატარა ოთახში გადააკეთეს თანამედროვე აპარტამენტად, სადაც ეტევა ყველაფერი, რაც ბინაში საცხოვრებლადაა საჭირო და კიდევ რჩება ადგილი.
ამისათვის ოთახის ნახევრში მოათავსეს კარადა, რომელშიც მოთავსებულია საწოლი, წიგნების კარადა, მაგიდა ორი სკამით.
შემოსასვლელში, ფანჯარასთან, არის სამზარეულო, სადაც, მართალია, გაზქურა არ დგას, მაგრამ მისი ადგილიც მოიძებნება. ნიჟარის ქვემოთ არის პატარა მაცივარი და მიკროტალღური ღუმელი.
კარადის ერთ-ერთი კარის უკან იმალება სააბაზანო, რომელშიც თავისუფლად ეტევა ტუალეტი, საშხაპე და ნიჟარა.
აპარტამენტი სრულიად საკმარისია ერთი ახალგაზრდა ქალაქელი მარტოხელასათვის, რომელსაც მხოლოდ ღამის გასათევად და სამუშად თუ სასწავლებლად მოსამზადებლად სჭირდება ბინა.
წყარო aww.ge