
პატარა ბინა ჰარლემში $ 1 275 თვეში (8 ფოტო)
- 2014-02-20 13:31:52
- 11678 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ამ საცხოვრებლის საერთო ფართი 9 კვ მეტრი გახლავთ. როგორც ამერიკელი ჟურნალისტები აღნიშნავენ - "ოთახი ცოტა პატარაა ციხის საკანთან შედარებით". მხოლოდ განსხვავება ციხის საკანსა და ამ ოთახს შორის ისაა, რომ ციხეში ფულს არ იხდი, ხოლო აქ - $ 1 275 თვეში.
ორი ფანჯრის შიგნით, 9 კვადრატულ მეტრში ეტევა სამზარეოლო, მაცივარი, იატაკის გათბობა და რჩება ცოტა ადგილი იმისათის, რომ გაშალო ლეიბი დასაძინებლად.
ოთახი კვალიფიცირებულია, როგორც - micro mini apartment.
შენობა მდებარეობს კოლუმბიის უნივერსიტეტთან დ ა გათვლილია იმ სტუდენტებზე, რომელთაც ფული აქვთ და არ უნდათ საერთო საცხოვრებელში ცოხვრება.