ტრაგედია რომელმაც მთელი საქართველო შეძრა

ქუთაისში 2009 წლის 19 დეკემბერს, დაგეგმილზე ორი დღით ადრე ბეტონის კონსტრუქცია-გამარჯვების მემორიალი ააფეთქეს, რომელსაც დედა-შვილის სიცოცხლე შეეწირა.

დედა-შვილის - ეკა ცუცხვაშვილისა და მისი 10 წლის გოგონას, ნინო ჯინჭარაძის, გარდაცვალების გამო პასუხისმგებლობა სამ პირს დაეკისრა: კერძო კომპანია "საქფეთქმრეწვის" ტექნიკურ დირექტორს - ავთანდილ დარსაველიძეს, ამავე კომპანიის ქუთაისის უბნის უფროსს - ელგუჯა გაბადაძესა და თბილისის უბნის უფროსს - თენგიზ დარახველიძეს. თუმცა პასუხი არ უგიათ იმ პოლიტიკოსებს, რომლებმაც დიდების მემორიალის აფეთქების დანაშაულებრივი გადაწყვეტილება მიიღეს.

ტრაგედიიდან 5 წლის შემდეგ, გარდაცვლილი გოგონას მამიდა ნინო ჯინჭარაძე ქალაქის ხელმძღვანელ

პირებს ერთადერთი თხოვნით მიმართავს.

"ძალიან მიჭირს 2009 წლის 19 დეკემბრის გახსენება. ერთადერთი, რასაც ახლანდელ ქუთისის მერს შოთა მურღულიას და საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დვალს ვთხოვთ, ტრაგიკულად დაღუპული ჩემი რძლის და ძმისშვილის სახელზე იქნებ მონუმენტი დადგან, ან ბინაზე ტრაფარეტი გააკეთონ, ან რაიმე, რაც გარდაცვლილების სულის უკვდავსაყოფად იქნება," - ამბობს ნინო ჯინჭრაძე.






წყარო - kutaisitoday.com