როგორ დავიკლოთ წონაში ძილის დროს?

სავარაუდოდ, ყველას ურჩევნია რომ ღამე თბილად ეძინოს, მაგრამ ახალმა კვლევებმა ცხადყო, რომ ოთახის ტემპერატურის კონტროლი, რომელშიც გძინავთ, შესაძლებელს ხდის მეტაბოლიზმი გაზარდოთ, რაც ავტომატურად იწვევს მეტი ცხიმის წვას და აუმჯობესებს ჯანმრთელობას.

ამ კვლევისთვის 5-მა ახალგაზრდამ 4 თვე გაატარა კლიმატური კონტროლის მქონე


ოთახში. ოთახში პირველი თვე 24 გრადუსი სითბო იყო, მეორე თვე - 18, მესამე თვეს - ისევ 24 და მეოთხე თვეს - 26 გრადუსი სითბო. დაბალი ტემპერატურის დროს, კვლევის მონაწილეების ცხიმის წვა ძილის დროს საგრძნობლად გაიზარდა. თბილი თვეების დროს კი შემცირდა. ამიტომ დაბალი ტემპერატურის პირობებში ძილი ახალი მეთოდი აღმოჩნდა სიმსუქნესთან, დიაბეტთან და მსგავს დავადებებთან საბრძოლველად.
რა თქმა უნდა, არსებობს სხვა გზებიც კალორიების დასაწვავად, მაგრამ ცივ ოთახში ძილი მარტივი და ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი მეთოდია.



წყარო