
"11 წლის ცოლქმრობის შემდეგ ქალი ისევ ქალწული იყო"
- 2014-12-19 19:45:53
- 9900 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

სექსოლოგი გიორგი ბეროშვილი, ანსამბლ "4 გიას" ერთ-ერთი გია 32 წელიწადია სექსოლოგიაში მუშაობს და შესაბამისად, კურიოზულ ვითარებაშიც ხშირად აღმოჩენილა. ჯერ კიდევ 1980-იან წლებში, ანსამბლის გასტროლისას დარბაზიდან წერილი გაუგზავნეს: ბატონო გია, რა განსხვავებაა თქვენს ძირითად პროფესიასა და გატაცებას შორისო. გიაც არ დაიბნა: სცენაზე გიტარა მიჭირავს ხელში, საექიმო კაბინეტში კი ...-ო.
გიორგი ბეროშვილი: - სამედიცინო პრაქტიკიდან ყველაფერს ვერ გიამბობთ, ვერც თქვენ დაწერთ. ერთ ამბავს კი გავიხსენებ: ბევრ წყვილს აქვს პირველი ღამის პრობლემა და დღეისთვის ამის დასაძლევად ანუ ერექციის გასაუმჯობესებლად უამრავი პრეპარატი არსებობს, ოღონდ კურიოზი, რომელსაც მოგიყვებით, იმ პერიოდში შეგვემთხვა, მხოლოდ ინიექციით რომ ვეხმარებოდით პაციენტებს. ეს ინიექცია გარკვეულ ხანს მოქმედებდა, თუმცა სავსებით საკმარისი დრო იყო, მამაკაცს რაიმე რომ მოეხერხებინა პარტნიორთან. მოგვაკითხა მამაკაცმა, რომელსაც მეუღლესთან ჰქონდა სქესობრივი ურთიერთობის პრობლემა, ამიტომ გადაწყვიტეს, ერთი დღით სასტუმროში დაბინავებულიყვნენ. მამაკაცს გავუკეთეთ ინიექცია და ასე გავისტუმრეთ. ერთ საათში უნდა დაბრუნებულიყო და გაეგებინებინა, მიაღწიეს თუ არა შედეგს, რადგან ინიექციას უკუჩვენებაც ჰქონდა: შეიძლება წამლით გამოწვეული ერექცია გახანგრძლივებულიყო და რაღაც დაეზიანებინა. მოკლედ, მობრუნდა მამაკაცი და გვითხრა, ვერაფერი ვქენიო, არადა, წამალი მოქმედებდა, ქალიც თანახმა იყო სექსუალურ კავშირზე, მაგრამ... რომ დაწოლილან და ყველაფერი კარგად დაწყებულა, ნომრის კარზე ბრახუნი აუტეხიათ, კარი გაგვიღეთო. ეს კაცი ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელი იყო და წამომხტარა, რა ხდებაო? კართან ფორმიანები იდგნენ: ინფორმაცია შემოგვივიდა, რომ ნომერში მეძავი გყავთო. გაგიჟებულა კაცი, უჩვენებია ქორწინების მოწმობა (რატომღაც თან ჰქონია) და დაუნებებიათ იმათაც თავი, მაგრამ ამას აქტი ვეღარ გაუგრძელებია. გავუკეთეთ თავიდან და კვლავ გავისტუმრეთ. ერთ საათში ისევ უშედეგოდ მობრუნდა: საქმეს რომ შედგომიან, კვლავ ბრახუნი ამტყდარა. ეს უკვე საბუთებით მისულა კართან და უნიფორმაში გამოწყობილი ორი სანტექნიკოსი დახვედრია, თქვენგან წყალი ჩადის ქვემოთ, "ტრუბაა" გამსკდარიო. ეს გაგიჟებულა: თავი დამანებეთ, მე თვითონ მაქვს "ტრუბა" გამსკდარიო (იცინის). კვლავ გვთხოვა, კიდევ ერთხელ მომეხმარეთო. ვურჩიეთ, კიდევ რამე არ მოხდეს და ხვალისთვის გადავიტანოთ"-თქო. - არა, თქვენი ჭირიმე, ახლა კართან სართულის მორიგე დავსვი, ჩემი იარაღი მივეცი და 10 ნაბიჯზე ვინც მიუახლოვდება კარს, შუბლში ესვრის ტყვიასო. მოკლედ, მესამე ცდაზე ყველაფერი კეთილად დამთავრდა (იცინის)...
წაიკითხეთ სრულად