ქალი, რომელიც "ტვინის ორგაზმს" იწვევს




შტატ მერილენდში მცხოვრებმა 28 წლის ქერათმიანმა YouTube-ზე აჟიოტაჟი გამოიწვია მას შემდეგ, რაც მომხმარებლების თქმით, მის მიერ განთავსებული ვიდეოები მათში უცნაურ გრძნობებს იწვევს. მარია უკვე სამი წელია, რაც მსგავს ვიდეოებს აკეთებს და უკვე ათასობით ხელმომწერი ჰყავს. ყველაზე საკვირველი არის ის, რომ ის მომხმარებლებს არანაირ საჭირო ინფორმაციას არ აწვდის - უბრალოდ, იღიმის და არაფრისმთქმელ სიტყვებს ჩურჩულებს.

ექიმების თქმით, ეს ვიდეოები მაგალითია ავტონომიური სენსორული მერიდიონალური რეაქციისა (ცნობილია, როგორც "ტვინის ორგაზმი"), რომელიც გარკვეული ხმებით ან სხვა სტიმულატორებით უჩვეულო და სასიამოვნო შეგრძნებებს იწვევს ადამიანში.