მკვლელი ცნობილები

ისინი მდიდრები, ცნობილები არიან, მაგრამ მათ შორის ნამდვილი მკვლელებიც გვხვდებიან, რომელთა კისერზე სხვა ადამიანთა სიცოცხლეა. ვინ არიან და რატომ მოხდა ასე?

ცნობილმა ტელევარსკვლავმა რებეკა გეიჰარტმა 2001 წელს ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელზე მანქანით ბიჭი გაიტანა. წინ მიმავალი მანქანა გაჩერდა, რომ 9 წლის ბიჭი გაეტარებინა. უკან მომავალმა რებეკამ კი, რომელიც ტელეფონზე ლაპარაკობდა, ყურადღება არაფერს არ მიაქცია, მანქანას გადაუსწრო და ტრაგედიის მთავარი გმირიც გახდა. სხვათა შორის, სასჯელი საკმაოდ მსუბუქი იყო - მხოლოდ ჯარიმა და საზოგადოებრივი სამუშაოები.

ბევრმა არ იცის, რომ აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი ლორა ბუშიც მკვლელთა შორის მოიხსენიება. უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ლორა უფროს კლასში სწავლობდა. თავისი მანქანით მიმავალმა არ შეიმჩნია შეჩერების ნიშანი და მეორე მანქანას შეასკდა, რომელსაც მისი კლასელი მართავდა. შედეგად, მისი თანაკლასელი ბიჭი გარდაიცვალა.

2012 წელს ჰოლივუდი გააოგნა ცნობამ, რომ პოპულარული სერიალის ''ანარქიის შვილების'' ვარსკვლავი ჯონი ლუისი 81 წლის ქალს სახლში შეუვარდა და მოკლა. ამის მერე მსახიობი სახლის სახურავზე აძვრა, გადმოხტა და თავი მოიკლა.

1987 წელს ირლანდიაში ჩასული ცნობილი მსახიობი მეთიუ ბროდერიკი არასწორი მიმართულებით მიდიოდა ცალმხრივ ქუჩაზე და სხვა ავტომანქანას შეასკდა. შედეგად, მეორე მანქანის მძღოლიც და მგზავრიც გარდაიცვალნენ.

წაიკითხეთ  სრულად