ბოლო 5 წლის 5 ყველაზე სულელური ქართული ფილმი

ქართული კინემატოგრაფი რომ მაინცდამაინც კარგ დღეში ვერაა, ყველას მოგეხსენებათ. წლიდან წლამდე შესაძლოა ერთი, ჰა-ჰა ორი კარგი ფილმი გამოვიდეს (ეს საუკეთესო შემთხვევაში), დანარჩენი კი იმდენად მდარე ხარისხის პროდუქციაა, რომ მისი შემქმნელების მაგივრად გაგრძნობინებს სირცხვილს. მაშ ასე, წარმოგიდგენთ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გადაღებულ 5 ყველაზე სულელურ ქართულ ფილმს.

მამაჩემის გერლფრენდი

ნიკოლოზ ხომასურიძე ის ბუმბერაზი რეჟისორია, ვის კამერასაც ეკუთვნის "დიდგორი" და "დავიწყებული მეფე". თუმცა, როგორც ჩანს, ბატონ ნიკოლოზს საქართველოს ისტორიის უტრირებით სამარცხვინო ფილმების გადაღება ცოტა ხნით ყელში ამოუვიდა და უფრო მსუბუქ კინოზე გადაერთო, ასე ვთქვათ, კომერციულზე. "მამაჩემის გერლფრენდი" არის კრიმინალური კომედია, რომელიც ვერც გაგაცინებთ და ვერც მძაფრსიუჟეტიან ელემენტებს გაჩვენებთ. სასაცილო მომენტების შექმნა აქ ხდება საბჭოთა ხუმრობებით და აბსურდული (ამ სიტყვის ცუდი გაგებით) სცენებით. ყველა იგინება და იარაღით დარბის სრულიად აზრს მოკლებულ ვითარებაში. და კიდევ ერთი - ეს არის ფილმი, სადაც შორენა ბეგაშვილი თამაშობს და მთელი ფილმი ჩაცმულია. მოკლედ, ერთ პლუსსაც ვერ მოუძებნი!

გოგონა სლაიდიდან

სამსახიობო შესრულება, სიუჟეტი, რეჟისურა, გრიმი, პრინციპში ჩამოთვლა რომ დავიწყო, ძალიან დიდი ხანი გაგრძელდება, ამიტომ მარტივად გეტყვით - ამ ფილმში ყველაფერი საშინელია. დავიწყეთ სცენარით: ფლეიბოი, რომელსაც გოგო მოეწონება, ის კი უარს ეტყვის, ტელევიზორთან შემთხვევით გადააწყდება ფილმ "ტუტსის" და გადაწყვეტს, ქალის ფორმაში დაუახლოვდეს ამ გოგოს. ჯერ ან იმ "ტუტსისთვის" ეყურებინა ბოლომდე და ენახა, რომ ამ მეთოდით ვერც დასტინ ჰოფმანი აღწევს სასურველ შედეგს, ან რეჟისორისთვის ეთქვა ვინმეს, კიდევ ეს უნდა ჩვენ გაუბედურებულ კინემატოგრაფსო? არა, მაინც გადაიღეს. დასასრული აქვს სასწაული, ვერც გაიგებ, რომ ფილმი დამთავრდა: ჯერ სცენა მიდის, სადაც ქალ-ვაჟური სიყვარულის ობიექტები ცხენთან დგანან და ბიჭი გოგოს ეუბნება, ეს ცხენი შენსავით ლამაზიაო და მერე უცებ ღამეა და სახურავზე იწყება დეფილე და მთავრდება ფილმი. ადეკვატურობისა და ლოგიკის დეფიციტი!

სპამი


ყველას გვინახავს საშინელებათა ფილმები და ათასნაირი ბოროტი პერსონაჟები, იქნებოდნენ ესენი სულები, მანიაკები, უცხოპლანეტელები, ცხოველები და ა.შ. "სპამში" მთავარი ბოროტმოქმედი არის ურმის ხის ბორბალი. არ ვხუმრობ, პერსონაჟს კლავს ბოროტი ურმის ხის ბორბალი, რომელშიც სულია ჩასახლებული. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როგორ შეიძლება სერიოზულად აღიქვა ფილმი, რომელიც ცდილობს შეგაშინოს ხის ბორბლით?! სხვა მხრივ, "სპამი" სავსეა ჰორორ კინოს კლიშეებით.


წაიკითხეთ  სრულად