
8 ფაქტი ნორმალური სქესობრივი ცხოვრების შესახებ
- 2014-12-21 21:08:07
- 4327 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ბევრი ამბობს, რომ "ნორმალური სქესობრივი ცხოვრება სურს", თუმცა მნიშვნელოვანია, თუ რას გულისხმობენ.
გთავაზობთ ინდიანას უნივერსიტეტის სექსუალური ჯანმრთელობის ცენტრის სტატიას, სადაც წარმოდგენილია კვლევები, რომელიც ბევრ საინტერესოზე მეტყველებს. მოდით, ამ კვლევის შედეგებს, პირობითად ვუწოდოთ ასე - ნორმალური სექსი ციფრებში.
სექსის რაოდენობა წელიწადში
აქტიური სქესობრივი ცხოვრება წელიწადში საშუალოდ 120 აქტს გულისხმობს. ეს არის სექსი კვირაში ორჯერ, ან სამჯერ.
სქესობრივი აქტის საშუალო ხანგრძლივობა
აღმოჩნდა, რომ უმეტესწილად მიდგომა - სექსი გათენებიდან შებინდებამდე, მხოლოდ მითია. სექსუალური აქტის საშუალო ხანგრძლივობად 7-13 წუთია მიჩნეული, იდეალურ შემთხვევაში კი 10-15 წუთი. ცხადია, საუბარია უშუალოდ სქესობრივ აქტზე და არა პრელუდიის ნაწილზე.
პრეზერვატივის გამოყენება
კვლევების თანახმად, მამაკაცთა 30 პროცენტს რეგულარულად დაცული სექსი აქვს. რაც შეეხება ქალებს, მათი 50 პროცენტისთვის არის მნიშვნელოვანი დაცული სექსუალური კავშირი.
"ადამი.გე" მოგიწოდებთ სქესობრივი კავშირის, მით უფრო შემთხვევითი კონტაქტის დროს, აუცილებლად გამოიყენეთ ბარიერული დაცვის საშუალება (პრეზერვატივი).
სექსი არასტანდარტულ გარემოში
ამავე კვლვევის მიხედვით, მამაკაცთა დიდ ნაწილს მოსწონს სექსი ავტომობილში. სექსისთვის საოცნებო ადგილად კი თვითმფრინავს ასახელებენ. რაც შეეხება ქალებს, აღმოჩნდა, რომ მათთვის სექსისთვის საოცნებო ადგილი პლაჟია, ზღვის ტალღების გარემო...
სქესობრივი პარტნიორების საშუალო რაოდენობა მამაკაცებში
კვლევის ავტორები, რომლებიც არსებულ შედეგებს ამერიკელებზე დაკვირვებით აქვეყნებენ, ამბობენ, რომ ამერიკელ მამაკაცთა უმეტესობას საშუალოდ 6 პარტნიორი ჰყავდა. გამოკითხულთა მხოლოდ 20% ამბობს, რომ მათ ცხოვრებაში იყო 15 ქალი და მეტი...
რაც შეეხება ქალებს, მათ შემთხვევაში შედეგები ასეთია: უმრავლესობას საშუალოდ 5 პარტნიორი ჰყავდა, ხოლო იმ ქალების წილი, რომლებსაც 15 და მეტი პარტნიორი ჰყავდათ, 9%-ის ტოლია.
ყველაზე გავრცელებული პოზა
აღმოჩნდა, რომ ადამიანების უმეტესობა სექსთან მიმართებაში საკმაოდ მარტივად პროგნოზირებადია, ვინაიდან მათი აბსოლუტური უმრავლესობისთვის ყველაზე ჩვეული პოზა მისიონერული პოზაა.
ასოს ზომა
სექსზე საუბრისას ხშირად აქტუალურია მამაკაცის სასქესო ორგანოს ზომა. ცნობილია, რომ ასოს ზომებში მსოფლიო ლიდერია კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა ასოს საშუალო ზომით 17,93 სმ. აშშ-ში საშუალო ზომაა 12.9 სმ. რაც შეეხება ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს, აქ მაჩვენებლები ასეთია: ბელორუსი - 14.63 სმ, რუსეთი 13.21 სმ, უკრაინა 13.97 სმ, ესტონეთი 13.76 სმ, საქართველო - 15.61 სმ.
მასტურბაცია
კვლევის მიხედვით ახალგაზრდა ბიჭების 98 პროცენტისთვის არ არის უცხო მასტურბაცია. ბრიტანეთში, საშუალოდ მოზარდი ბიჭების უმრავლესობა თვეში 12-ჯერ მასტურბირებს
ყარო