
ჯო კოკერი გარდაიცვალა
- 2014-12-22 20:30:35
- 2909 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ინგლისელი მომღერალი ჯო კოკერი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
მისი აგენტი ბარი მარშალი ოფიციალურად ადასტურებს, რომ მომღერალი დღეს გარდაიცვალა.
"შეუძლებელია შეავსო ის სიცარიელე, რომელიც მან სიკვდილის შემდეგ დაგვიტოვა", - აცხადებს მარშალი.
ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა ლეგენდარული მომღერლის გარდაცვალების მიზეზი.