ქალი, რომელიც ალკოჰოლით “ორსულდება”

ალკოჰოლისადმი გადაჭარბებულმა სიყვარულმა ქალის ღვიძლს სერიოზული ზიანი მიაყენა. პაციენტის მუცლის ღრუ სითხით ივსება და მუცელზე ვენები ეჭიმება. ის იძულებულია 3 კვირაში ერთხელ საავადმყოფოში მივიდეს, რათა ექიმებმა სითხე ამოიღონ.

ჯო ალკოჰოლის მსხვერპლი მას შემდეგ გახდა, როდესაც ბარში მუშაობა დაიწყო. მთელი დღე ალკოჰოლური სასმელებით იყო გარემოცული და ცდუნებას ვერ გაუძლო. 5 წლის განმავლობაში ყოველ დღე 3 ბოთლ წითელ ღვინოს სვამდა, რამაც სავალალო შედეგი გამოიღო.

ექიმები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში 30 წლამდე ახალგაზრდების ალკოჰოლზე დამოკიდებულების სტატისტიკაზე და საგანგაშო შედეგებზე საუბრობენ.