
"ამას ხმამაღლა არ უნდა ვამბობდე" დავით მაღრაძე ირაკლი ღარიბაშვილის საიდუმლოს ამხელს
- 2014-12-22 21:00:16
- 1802 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

რატომ უხდის ბოდიშს დავით მაღრაძე "ქრონიკის" საშუალებით პრემიერ-მინისტრს?
პოეტი და პუბლიცისტი, დავით მაღრაძე "კვირის ქრონიკასთან" პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან პრივატული საუბრის შინაარს ამხელს:
"ახლა რის თქმასაც ვაპირებ, თქვენი გაზეთის საშუალებით შეიძლება ამის თქმის უფლება არ მაქვს და ამას ხმამაღლა არ უნდა ვამბობდე, უიშვიათესი შემთხვევაა, როცა პრივატული საუბარი გამომაქვს სააშკარაოზე. მაგრამ ვფიქრობ, რომ ამის შენახვა, როგორც საიდუმლო ამბის, სწორი არ იქნება და ეს ცნობილი უნდა იყოს ჩვენი მოსახლეობისთვის. ირაკლი ღარიბაშვილმა გადაწყვიტა, შეისწავლოს ოსური და აფხაზური ენები, ის მთელი სერიოზულობით მოეკიდა ამ ორი ენის შესწავლას. ეს პირადად მისგან ვიცი. ამის არდანახვა არ შეიძლება. მას ბოდიშს ვუხდი, რომ ეს ამბავი სააშკარაოზე გამოვიტანე."- აცხადებს მაღრაძე.
წყარო "კვირის ქრონიკა"