ინტერნეტში მონიკა ბელუჩის უჩვეულო ფოტოები გავრცელდა (7 ფოტო)


ინტერნეტში მსახიობ მონიკა ბელუჩის უჩვეულო ფოტოები გავრცელდა.

როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, საზოგადოებას ბელუჩის უცნობი ფოტოები მსახიობის მამამ უჩვენა.

ულამაზესი გარეგნობის გამო, მონიკა ბელუჩის არა ერთხელ ადაშაულებდნენ, რომ თითქოს მას უამრავი პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული, მაგრამ ამ ფოტოების ნახვის შემდეგ, ალბათ ამ თემაზე ხმას აღარავინ ამოიღებს.

"ის ასეთი დაიბადა. მას ახალგაზრდობის დროსაც, უამრავი მამაკაცი უყურადღებოდ არ ტოვებდა და არა მარტო, ქალებს შურდათ მისი. სადაც არ უნდა წასულიყო, ადამიანები უყურებდნენ და მზერას აყოლებდნენ. მონიკას ეს არ მოსწონდა, მაგრამ მე ვამბობდი, რომ მას ეს უნდა გამოეყენებინა", - ამბობს მსახიობის მამა.

აქვე გეტყვით, რომ მონიკა ბელუჩის წელს 50 წელი შეუსრულდა.