მეცნიერების დასკვნა- ქათამი ფრინველი არ არის, ის დინოზავრია
- 2014-12-24 19:08:31
- 11411 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
მკვლევრები ამტკიცებენ, რომ ქათამი მფრინავი დინოზავრის ყველაზე ახლო მონათესავე ფრინველია. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟუნალ "BMC Genomics"-ში.
კვლევაში მონაწილეობდნენ ამერიკელი და რუსი პალეონტოლოგები. ექსპერიმენტის დროს, მეცნიერებმა შეისწავლეს ფრინველის 21 სახეობა. ცდებით გაირკვა, რომ ქათმის გენები ყველაზე ახლოს არის მფრინავ დინოზავრთან, რომელიც ითვლება ფრინველების წინაპრად.
ყველაზე ნაკლებად ქათმის ქრომოსომებია შეცვლილი, ასევე ინდაურის ქრომოსომებიც ემთხვევა მფინავი დინოზავრის ქრომოსომს.
პარალელურმა კველევებმა ნიანგის გენებზეც აჩვენა, რომ პირველი წინაპარი დინოზავრების, ნიანგებისა და ფრინველების იყო არხოზავრი, რომელიც 240 მილიონი წლის წინ არსებობდა დედამიწაზე. ამ ხნის განმავლობაში, ფრინველები მეტად ვითარდებოდნენ, ხოლო ნიანგები შედარებით ნაკლებად.
"ეს შედეგები ახალი სიტყვაა ბიონიკაში (ცოცხალი ორგნიზმებისა და აგებულების შესწავა) და შესაძლოა, სამომავლოდ ბიოლოგიასა და მედიცინაში გარკვეული ცვლილებები შეიტანოს."- ამბობენ მკვლევრები.
წყარო