ბერძნული მოდის სამყაროს ქართველი სექს-სიმბოლო

სოციალურ ქსელში მარის სურათებს თუ დაათვალიერებთ, ეჭვი არ შეგეპარებათ, რომ ეს პატარა გოგონა პროფესიონალი მოდელია. როგორც გავარკვიეთ, მოდის სამყაროში სულ რამდენიმე კვირის წინ სრულიად მოულოდნელად მოხვდა. გოგონა ერთი წელია, საბერძნეთში დედასთან ცხოვრობს. სწორედ იქ, შემთხვევით, მაღაზიაში ნახა ერთ-ერთი სააგენტოს წარმომადგენელმა და მაშინვე შესთავაზა თანამშრომლობა.  იხილეთ  ფოტოსურათები

მარი ლომიძე ახლა 18 წლისაა და ყველანაირი მონაცემები აქვს, რომ მომავალში წარმატებული მოდელი გახდეს. ჯერჯერობით ბერძნულ აის მოდელს-თან ერთწლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული და მომავალში კარიერის გაგრძელებას მილანში აპირებს. იხილეთ  ფოტოსურათები

- 18 წლის ვარ, რუსეთში ქალაქ პერმში დავიბადე. 13 წელი იქ ვცხოვრობდი. შემდეგ ოჯახთან ერთად საქართველოში ჩამოვედი. თავიდან ახალ გარემოსთან შეგუება ძალიან გამიჭირდა, რადგან რუსეთი მიმაჩნდა ჩემს სამშობლოდ. ოთხი წელი ვცხოვრობდი საქართველოში და შემდეგ საბერძნეთში წამოვედი დედასთან. უკვე ერთი წელია, რაც აქ ვცხოვრობ. ორი თვე ვაპირებდი დარჩენას, მაგრამ ამ ქვეყანამ ძალიან მომხიბლა, პირველ რიგში, თავისი სილამაზით, შესაბამისად, წასვლაც გადავიფიქრე (იღიმის).  იხილეთ  ფოტოსურათები

- საქართველოსთან, ალბათ, ბევრი მოგონება გაკავშირებს.
- რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, ქართველი ხალხი, სამზარეულო, კულტურა და, პირველ რიგში, ჩვენი ტრადიციები, რომლებსაც უდიდეს პატივს ვცემ. სწავლა ძალიან მიყვარს და საქართველოში ცხოვრებისას მთელ დროს კითხვასა და სწავლას ვუთმობდი. მიხარია, რომ ენის ბარიერი არ მქონია, რადგან რუსეთში ცხოვრების პერიოდში მთელი ოჯახი ქართულად ვლაპარაკობდით. ხაშურში ბებია-ბაბუასთან ვცხოვრობდი, მაგრამ თბილისში ბევრი ნათესავი მყავს და ხშირად ჩამოვდიოდი. იხილეთ  ფოტოსურათები


- აქ, ალბათ, ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლებოდა.
- კი, საკმაოდ ბევრი იყო, თუმცა, როგორც გითხარით, სწავლაზე ვიყავი გადართული და სასიყვარულო ურთიერთობებისთვის დრო ნაკლებად მრჩებოდა. ხშირად დამხვედრია სახლის კართან ყვავილები, მაგრამ დღემდე არ ვიცი, ვის მოჰქონდა. ახლა სოციალური ქსელია პოპულარული და ძირითადად, ''ფეისბუქზე'' მწერენ.  იხილეთ  ფოტოსურათები


- მოდელობაზე ოცნება რა ასაკიდან დაიწყე?
- სიმართლე გითხრათ, სხვა გოგონებივით ამაზე არასოდეს მიოცნებია, მაგრამ გარშემო ყველა მეუბნებოდა, რომ ჩემი მონაცემებით აუცილებლად მოდელი უნდა გავმხდარიყავი. სოციალურ ქსელში მწერდნენ, შენ აუცილებლად მოდელი იქნებიო, იმ დროსაც კი, როცა ამ სფეროსთან საერთოდ არ მქონდა შეხება. იხილეთ  ფოტოსურათები

- საბერძნეთში რატომ გადაწყვიტე გამგზავრება?
- დედა აქ ცხოვრობდა და მისი ინიციატივით ჩამოვედი. ძალიან კარგად ვარ, იმის შეგრძნება არ მაქვს, რომ უცხო ქვეყანაში ვცხოვრობ. უამრავი მეგობარი გავიჩინე. საოცრად ტკბილი და თბილი ერია. ამ ყველა ფაქტორმა საბერძნეთი, ისევე როგორც რუსეთი, ძალიან შემაყვარა. შევეწყვე აქაურ ცხოვრებას, გავიცანი ბერძნული კულტურა და ენაც მალე ავითვისე. თან, ძალიან დამეხმარნენ ბერძენი მეგობრები. აქამდე მუშაობის დაწყების სურვილი არ მქონია და რომც მქონოდა, დედა არ მომცემდა ნებას, თავისუფლად ვცხოვრობდი. მთელ დროს მეგობრებსა და შეყვარებულთან ვატარებდი.  იხილეთ  ფოტოსურათები

- შეყვარებული საბერძნეთში იპოვე?
- არა, საქართველოში ყოფნის დროსაც გვქონდა კონტაქტი. Aარ მეგონა, თუ ისე მოხდებოდა, რომ საბერძნეთში წამოვიდოდი და ერთმანეთს აქ შევხვდებოდით, მაგრამ, როგორც ჩანს, ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე. ჩამოსვლის მერე პირადად ვნახე და ერთმანეთი მოგვეწონა. ჩემი შეყვარებული რუსი
ბიზნესმენია, საბერძნეთში საქმიანობს, პარალელურად, კრივით არის დაკავებული და აქ იმიტომ ცხოვრობს.  იხილეთ  ფოტოსურათები

- სამოდელო კარიერის შესახებ მოგვიყევი, როგორ აღმოჩნდი ბერძნულ AჩE MODELშ-ში?
- ერთ დღეს მაღაზიაში მნახა აგენტმა და მიმიწვია. მაშინვე დავთანხმდი. სააგენტოში მიმიყვანა, სადაც ფოტოები გადამიღეს და ერთწლიანი კონტრაქტი გამიფორმეს. დედაც და შეყვარებულიც ძალიან დადებითად შეხვდნენ ამ ამბავს, ორივე ჩემში მოდელს ხედავდა და ამ გადაწყვეტილებამ ძალიან გაახარათ. უკვე ორი კვირაა, რაც სააგენტოში ვარ. თეთრეულის ბრენდის რეკლამაში გადამიღეს. სამწუხაროდ, მეორე გადაღებაზე ვერ წავედი, რადგან მეორე ხარისხის დამწვრობა მივიღე - ხელზე მდუღარე წყალი გადამესხა. ახლა კარგად ვარ და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებ. იხილეთ  ფოტოსურათები


- სოციალურ ქსელში საკმაოდ თამამი ფოტოები გაქვს გამოქვეყნებული.
- არანაირი კომპლექსი არ გამაჩნია. როდესაც მოდელობაზე გაქვს პრეტენზია, გადაღების დროს დაკომპლექსება არ შეიძლება, რადგან ეს ყველაფერი ფოტოზე აისახება, რომელიც შემდეგ შესაძლოა, ნებისმიერმა ბრენდმა დაიწუნოს. რა თქმა უნდა, ყველაფერი ნორმის ფარგლებში უნდა ხდებოდეს, კონტრაქტის მიხედვით, გადაღებაზე, რომელიც არ მომეწონება, უარის თქმა შემიძლია. ერთ-ერთ გადაღებაზე საკმაოდ სოლიდური თანხა შემომთავაზეს, მაგრამ უარი ვთქვი, რადგაც ჩემს ტიპაჟს არ ერგებოდა. იხილეთ  ფოტოსურათები

- საბერძნეთში მოღვაწე ქართველ ვარსკვლავებზე რას გვეტყვი?
- პირადად ერთი-ორს ვიცნობ. ერთი კვირის წინ გავიცანი ბერძნული შოუბიზნესის ვარსკვლავი ლეფტერის პანტაზისი. ქართველებიდან შემიძლია გითხრათ, რომ თამთა გოდუაძე საბერძნეთში ძალიან პოპულარულია და აქ ნებისმიერმა იცის მისი შემოქმედების შესახებ. დედა პირადად იცნობს და გადმოცემით ვიცი, რომ ძალიან კარგი და ნიჭიერი მომღერალია.  იხილეთ  ფოტოსურათები


- მარი, როგორც ვხვდები, დიდხანს აპირებ უცხოეთში დარჩენას, როგორ წარმოგიდგენია შენი კარიერა?
- მაქსიმუმ ერთი წელი დავრჩები საბერძნეთში და შემდეგ, თუ სერიოზულად გადავწყვიტე ამ ბიზნესით დაკავება, სხვა ქვეყანაში გავაგრძელებ კარიერას. სავარაუდოდ, მილანში, იქ მოხვედრის ძალიან დიდი შანსი მაქვს, მაგრამ კონტრაქტის მიხედვით, ერთი წელი ამ სააგენტოს მოდელი უნდა ვიყო, თუ, რა თქმა უნდა, რაიმე მიზეზის გამო ხელშეკრულება არ შეწყდა. დედას ყველაზე მეტად უნდა, რომ მოდელი გავხდე და ვფიქრობ, ამ ოცნებას ავუხდენ. იხილეთ  ფოტოსურათები

- დასასრულ, გვითხარი, შეყვარებული როგორ განებივრებს?
- ძალიან კეთილი და ყურადღებიანია. სიურპრიზების კეთება უყვარს. კარგი ოჯახი აქვს. ტყუპისცალი ძმა ჰყავს, რომელთანაც თბილი ურთიერთობა მაქვს, ასევე მის დედასა და მეგობრებთან. ერთმანეთის კარგად გვესმის, იშვიათად ვკამათობთ. ვფიქრობ, ასე კარგად ერთმანეთს იმიტომ ვუგებთ, რომ მეც რუსეთში ვარ გაზრდილი და ვიცი მათი ცხოვრების სტილი. არ არის ზედმეტად ეჭვიანი, როგორც ქართველი შეყვარებული ბიჭები. მენდობა და არაფერში არ მზღუდავს. მასთან ურთიერთობის გამო შემეძლო, უარი მეთქვა კარიერაზე, მაგრამ პირიქით, როგორც ვთქვი, ჩემი არჩევანით ძალიან გახარებულია.  იხილეთ  ფოტოსურათები