რითი განსხვავდება ქალისა და მამაკაცის ტვინი?



ურთიერთობები: ქალები უფრო კომუნიკაბელურები არიან, ვიდრე კაცები. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვან კონფერენციებსა თუ საჯარო ლექციებზე ორგანიზატორები უპირატესობას სუსტი სქესის წარმომადგენლებს ანიჭებენ. ემოციების გამოხატვაც ქალების ”უპირატესობაა”, რადგან კაცების დიდი ნაწილი იმის თქმას, რასაც გულწრფელად ფიქრობს, გრძნობს და განიცდის, სისუსტედ მიიჩნევს. ფსიქოლოგები ქალებს ურჩევენ, პარტნიორებთან პაემანზე სოციალურ, ეკონომიურ, თუ ზოგადსაკაცობრიო თემებზე საუბრისგან თავი შეიკავონ - კაცი ყველაფერს გააკეთებს, რომ თუნდაც სუსტი არგუმენტებით საკუთარი აზრი დაიცვას. ისეთი შეგრძნება გექნებათ, თითქოს სხვადასხვა ენაზე საუბრობთ.

რეაქცია სტრესზე: ქალები და კაცები სტრესს განსხვავებული მეთოდებით ებრძვიან. ქალების სტრესული მდგომარეობა ნიშნავს – “მოქმედებისა და დახმარების” სტრატეგიას, კაცებისთვის კი “ბრძოლას, ან გაქცევას”.

ემოციები: როგორი გახარებულიც არ უნდა იყოს კაცი, ისეთივე ემოციებს ვერ გადმოსცემს, როგორც ქალი. თუმცა, ლიმბური სისტემის (მისი ძირითადი ფუნქცია დაკავშირებულია ორგანიზმის ქცევისა და ფსიქიკური მოქმედებების თვითრეგულირების პროცესებთან) წყალობით, ქალები უფრო ადვილად ვარდებიან დეპრესიაში და გაცილებით მარტივი რამეები სწყინთ, ვიდრე კაცებს. ეს დამოკიდებულია მენსტრუალურ ციკლთან და მშობიარობასთან. ამირომ, ქალების ემოციები ხშირად სრულიად გაუგებარია კაცებისთვის.

ტვინის ზომა: კაცის ტვინი ქალისაზე 11-12%-ით დიდია. თუმცა ზომაში სხვაობა აბსოლუტურად ვერ ახდენს გავლენას ჭკუაზე.

ტკივილი
: ტკივილის დროს კაცებში მარჯვენა ამიგდალა (თავის ტვინის ნაწილი, რომელიც აკონტროლებს გარეგან ფუნქციებს) აქტიურდება, ხოლო ქალებში მარცხენა ამიგდალა (აკონტროლებს შინაგან ფუნქციებს). სწორედ ამის გამო ტკივილს კაცებზე ადვილად ქალები იტანენ. სუსტი სქესი ყველაზე დიდ ფიზიკურ ტკივილს მშობიარობისას უმკლავდება.