ემინემმა "ინტერვიუში" აღიარა, რომ გეია




25 დეკემბერს, საშობაოდ, ფილმი "ინტერვიუ" უნდა გამოსულიყო, სადაც მთვარ როლებს ჯეიმს ფრანკო, სეტ როგენი, ლიზი კაპლანი, რანდალ პარკი და სხვები ასრულებენ. თუმცა, მუქარის გამო (ჰაკერები იმუქრებოდნენ, რომ კინოთეატრებს ააფეთქებდნენ) Sony Pictures-მა უარი თქვა ფილმის საპრემიერო ჩვენებაზე და ამის ნაცვლად ის ინტერნეტში გაავრცელეს. სკანდალურ სურათში, სადაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინია გაშარჟებული, მონაწილეობას ცნობილი რეპერი ემინემიც იღებს. ჯეიმს ფრანკოს გმირთან ინტერვიუს დროს ის აღიარებს, რომ გეია.