SOS - 5 ძირითადი მიზეზი, რომელიც ხალს კიბოდ გადააქცევს
- 2014-12-29 21:04:08
- 10495 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ონკოდერმატოლოგები კეთილთვისებიანი ხალების ავთვისებიანად გარდაქმნის 5 ძირითად ფაქტორს გამოყოფენ. ესენია:
1. მზე - კანის უპირველესი და ყველაზე მთავარი მტერი. ზაფხულში მზეზე გარუჯვა მელანომების წარმოქმნის ერთ-ერთი მიზეზია. მზის სხივების აქტიური მოქმედება თითქმის სხივური თერაპიის ტოლფასია. ძლიერი, რეგულარული გარუჯვისას კანი შრება, მასზე კერატომებით დაფარული გარქოვანებული ადგილები ჩნდება, რომლებიც მომავალში კანის კიბოს ერთ-ერთ სახეობად ადვილად გარდაიქმნება.
2. ორსულობასთან დაკავშირებული ორგანიზმში მიმდინარე ძლიერი ჰორმონალური ცვლილებები.
3. ტრავმები, გაკაწვრა, სამოსზე მუდმივი ხახუნი, სამკაულები, აქსესუარები.
4. გენეტიკური მიდრეკილება.
5. ენდოკრინული ცვლილებები და პათოლოგია. მართალია, ხალის ''ასაფეთქებლად''დასახელებული ფაქტორებიდან ერთ-ერთი არასაკმარისია (ჩვეულებრივ ეს ხდება 2-3 მიზეზის დამთხვევის დროს), მაგრამ ულტრაიისფერი სხივები მათ შორის მაინც ყველაზე ძლიერი და საშიშია.
ეს და სხვა საინტერესო მასალები წ აიკითხეთ