ახალი წლის ღამეს „კურიერი“ ტრადიციას დაარღვევს

31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს „კურიერი“ ტრადიციას დაარღვევს. საინფორმაციო გამოშვების სტუდია თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ აეწყობა, ხოლო ფილარმონიაში „რუსთავი 2“-ის მთავარი საახალწლო კონცერტი გაიმართება.

საახალწლო „კურიერში“ საზოგადოება იხილავს კადრებს, რომელსაც „რუსთავი 2” მთელ წელს ინახავს.

ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების კურიოზები, წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები „რუსთავი 2"-ზე ოთხშაბათს, 31 დეკემბერს.


წყარო