3 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს, ახლობლებთან ურთიერთობას. ახალდაქორწინებულებს ახალ ბინაში გადასვლა, ავეჯის ყიდვა ან ინტერიერის განახლება ელით.

კურო
კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, დასვენებისა და მეგობრებთან შესახვედრად. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. ნათესავები, ან გავლენიანი პარტნიორები მატერიალურად დაგეხმარებიან.

ტყუპი
გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან. წარსულს დაუტოვეთ ყველა უსარგებლო ნივთი და არაფრისმომცემი ურთიერთობა, რათა მომავალში ახალ შთაბეჭდილებებს გაუთავისუფლოთ ადგილი.

კირჩხიბი
დღე მდიდარია შთაბეჭდილებებითა და შეხვედრებით. ახალი იდეები აუცილებლად ჩაიწერეთ, რათა მომავალში მათი განხორციელება შეძლოთ.

ლომი
მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად გაემგზავრეთ ქალაქგარეთ, გამხიარულდით. ან ნათესავები მოინახულეთ. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას.

ქალწული
ნუ დაკარგავთ დროს ტყუილად. განიხილეთ ახალი პროექტები, დაგეგმეთ მომავალი კვირა. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ახლობლებთან და საყვარელ ადამიანთან.

სასწორი
გარშემო მყოფების მიმართ მეტად გახსნილი უნდა იყოთ. იმდენიმე სიკეთე და სიყვარული უნდა გასცეთ, რამდენსაც თავად იღებთ.


წაიკითხეთ  სრულად