
უახლესი დასკვნა მედიცინაში: კიბოს სახეობათა უმრავლესობას შემთხვევითობა იწვევს
- 2015-01-02 20:53:09
- 6400 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

აშშ მოსახლეობის 7%-მდე არის ფილტვის კიბოთი დაავადებული, 0,6% ტვინის კიბოთი, და 0,72% ხმის იოგების.
აშშ-ს მეცნიერთა სოლიდური ჯგუფი - ბიომედიკოსები, ფიზიოლოგები და ა.შ. მივიდა დასკვნამდე, რომ კიბოს უმრავლესი სახეობა ჩნდება შემთხვევითობის შედეგად და არა საზოგადოდ ცნობილი რისკ-ფაქტორების გამო, ისეთი როგორიც არის მაგალითად, მოწევა.
ამას მოწმობს ამერიკელი ფიზიოლოგის შრომები, რომელიც თავისი სამეცნიერო გამოკვლევების შედეგად ცდილობდა დაედგინა თუ რა მიზეზით ხდება, რომ ზოგიერთი ადამიანის უჯრედი ორგანიზმში გარდაიქმნება კიბოს უჯრედად.
მის მიერ მიღებულმა შედეგემა, რომელსაც მიეძღვნა სტატია ჟურნალ Science-ში მოწმობს, რომ ორი მესამედი კიბოს სახეობებისა გამოწვეულია შემთხვევითი მუტაციის შედეგად. თუმცა ბრიტანული ფონდი Cancer Research UK აცხადებს, რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესი მაინც ახდენს გავლენას კიბოთი დაავადების შეთხვევებზე.
აშშ მოსახლეობის 7%-მდე არის ფილტვის კიბოთი დაავადებული, 0,6% ტვინის კიბოთი, და 0,72% ხმის იოგების.
სიგარტეის მოწევის შედეგად ტოქსინების ზემოქმედების შედეგად კიბოს შემთხვევბის რაოდენობა შედარებით მაღალია, მაგრამ საჭმლის მომნელებელი სისტემას მუდმივად აქვს ურთიერთობა სხვადასხვა სახის ტოქსინებთან, ტვინისგან განსხვავებით, თუმცა სტატისტიკურად, ტვინის კიბოს შემთხვევა სამჯერ უფრო მეტია ვიდრე ნაწლავების.
ჰოპკინსის სამედიცინო ფაკულტეტისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ფონდის ბლუმბერგის მეცნერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ კიბოს გაჩენის საიდუმლო სხვადასხვა ტიპის უჯრედების მექანიკის რეგენერაციის სფეროშია.
საშიში მუტაცია
ცნობილია, რომ ორგანიზმში მუდმვად მიმდინარეობს დაზიანებული უჯრედების აღდგენა, რომლებიც იცვლებიან ახლით, მაგრამ ყოველი გაყოფის დროს არსებობს სახიფათო მუტაციის რისკი, რომლის შედეგადაც ჯანმრთელი უჯრედი გაყოფისას შეიძლება გადაიქცეს კიბოს უჯრედად.
უჯრედების რეგენერაცის ტემპი დამოკიდებულია ქსოვილის ტიპზე. მაგალითაც ნაწლავის უჯრედის გარსი უფრო სწრაფად განიცდის აღდგენას, ვიდრე ტვინი უჯრედის.
შესწავლილ სიმსივნეთ შორის იყო სხვადასხვა სახეობის თავის სიმსივნეები, სხვადასხვა სახეობის მსხვილი ნაწლავისა და პანკრეასის კიბო.
ერთი-ერთი ავტორი, ონკოლოგიის პროფესორი კრისტიან ტომასეტი მიიჩნევს, რომ აქცენტის გაკეთება მხოლოდ პრევენციაზე, ვერ აღმოფხვრის ამ დაავადებას. ,,თუ 2/3 კიბოთი დაავადებული სხვადასხვა სახეობის უჯრედისა, ამოხსნილია დნმ-ის დაყოფის დროს შემთხვევითი მუტაციის შედეგად, ასეთ შემთხვევაში აქვს აზრი მოვახდინოთ კონცენტრიება ადრეულ დიაგნოსტიკაზე, როცა შანსი განკურნების მაღალია“ - განაცხადა მან.
ცხოვრების წესი
როგორც დასაყსისში აღვნიშნეთ 2/3 არის შემთხვევითი არასწორი მუტაციის შედეგი, მაგრამ მესამედ შემთხვევებში ეჭვგარეშეა, რომ კიბოთი დააავადებას განაპირობებს მავნე გარე ფაქტორების ზემოქმედებები.
მათ შორის ყველაზე გავრცელებულები, რომელბიც კიბოს გაჩენას უწყობს ხელს.
მელანომას სხვადასხვა ტიპები - კანის კიბო, რომელიც განპირობებულია ულტრაიისფერი რადიაციის ზემოქმედებით.
ფილტვის კიბო, რომლის წარმოქმნაშიც მთავარ როლს თამაშობს მოწევა
მსხვილი ნაწლავის კიბო - ყველაზე ხშირად განპირბებულია არასწორი კვებით და გენეტიკური ფაქტორის ზემოქმედებით.
სხვადასხვა ფონდების მეირ ჩატარებული დამოუკიდებელი გამოკვლელვები ადასტურებს, რომ მხოლოდ 40% კიბოს ყველა სახეობისა, არის გამოწვეული გარე ფაქტორების შედეგად, მაგალითად ცხოვრების წესით.
ექიმი ემა სმიტი აცხადებს, რომ ჭარბი წონა, სიგარეტის მოწევა, გადაჭარბებული ოდენობით ალკოჰოლის მიღება, ეს არის დადასტურებული ფქტორები კიბოს უამრავი სახეობის წარმოქმანისა.
წყარო