მამაკაცი ამბობს, რომ ორმა გოგონამ გააუპატიურა

ლიტვის სასამართლომ შალჩინინკსის რაიონის მაცხოვრებელი დამნაშავედ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში- რაც პოლიციისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს.

მამაკაცმა სექტემბრის თვეში პოლიციას შეატყობინა, რომ ის ორი გოგონას მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. პოლიციამ აღნიშნულ საქმეზე ძიება დაიწყო თუმცა ძიების პერიოდში მამაკაცმა თავად აღიარა, რომ ის პოლიციაში დარეკვის დროს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა , გაუპატიურება არ მომხდარა და ის უბრალოდ პოლიციას გაეხუმრა.

მამაკაცს ”ბოროტი ხუმრობისთვის” 400 ლიტვური ლიტის გადახდა მოუწევს. მან პოლიციელებს ტყუილისთვის ბოდიში უკვე მოუხადა.


წყარო