რაიან გოსლინგი ლამბერსექსუალია

მამაკაცის სტილის და მოდის ახალმა ტენდენციამ მთელი მსოფლიო დაიპყრო : ესენი არიან ლამბერსექსუალები. მათი მთავარი ნიშნებია- დიდი, მაგრამ მოვლილი წვერი, უბრალო სამოსი და მკაცრი შესახედაობა. ლამბერსექსუალობა მეტროსექსუალის ანტითეზად ჩამოყალიბდა. მეტროსექსუალი მოვლილ,ძვირფას სამოსში გამოწყობილი მამაკაცს გულისხმობს.
სახელწოდება ”ლამბერსექსუალი” ინგლისური სიტყვიდან ”ლამბერჯეკიდან” მომდინარეობს, რომელიც ტყისმჭრელს ნიშნავს, მათი სტილიც ჩრდილოამერიკელი ტყისმჭრელების სტილის მსგავსია.

ამ სტილის მთავრი აზრი ის არის რომ მამაკაცები ქმნიან შთაბეჭდილებას, თითქოს ისინი საერთოდ არ აქცევენ თავიანთ ჩაცმის მანერას ყურადღებას.

ამ სტილის წარმომადგენლები არიან: რაიან გოსლინგი, ჯო მანგანელო, ერიკ კანტონა, ჰიუ ჯეკმანი და ჩარლი ჰანამი.


წყარო