საშინელი შემთხვევა: ორი წლის ბიჭმა დედა მოკლა
- 2015-01-04 18:55:08
- 2624 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
„ის არ მიეკუთვნებოდა უპასუხისმგებლო ადამიანთა რიცხვს“- განაცხდა ვერონიკა რათლერჯის მამამთილმა, მას შემდეგ რაც, 29 წლის ვერონიკა მისმა შვილმა მოკლა. ბიჭი დედის ხელჩანთას მიუახლოვდა, მცირე კალიბრის იარაღი ამოიღო და დედის სიცოცხლე დაასრულა.
როდესაც დატენილი იარაღი ორი წლის ბავშვის ხელში აღმოჩნდება, ბუნებრივია ტრაგედიაც დატრიალდება. მაგრამ თუკი მამამთილის ნათქვამი სიმართლეა და ვერონიკა უპასუხისმგებლო არ იყო, იარაღთან მიმართებით სიფრთხილეს იჩენდა, ფაქტთან დაკავშირებით კითხვები ჩნდება.
არსებობს ვერსია, რომ გარდაცვლილი იარაღს თავდაცვის მიზნით ატარებდა. თუმცა, საეჭვოა მოასწრებდა თუ არა იარაღის ჩანთიდან ამოღებას, თუკი მას თავს ვინმე დასხმებოდა. საბედნიეროდ ასეთი შემთხვევები იშვიათია.
„ვაშნგტონ პოსტი“ გარდაცვლილის მეგობარს ესაუბრა . „აიდაჰოში კრიმინალურ შემთხვევებზე ფიქრი არ გვიწევს, აქ ხშირი არ არის დანაშაულის შემთხვევები. ვერონიკა იარაღს თავდაცვის მიზნით არ ატარებდა. ის იარაღს ატარებდა, რადგან ასეთ გარემოცვაში გაიზარდა“ - განაცხადა მან.
მილიონობით ამერიკელი ამას ტრაგედიის გარეშე აკეთებს. ერთადერთი განსხვავება ამ შემთხვევბისგან ის არის, რომ თუკი ახალფეხადგმული ბავშვი სხვას იარაღს ესვრის- ეს სათამაშო იარაღია. თუკი ქალი იარაღის ტარებისას პასუხისმგებლობით გამოირჩეოდა და მიუხედავად ამისა, ორი წლის ბავშვის ქმედებამ ფატალური შედეგი მოიტანა, აშკარად ფაქტების დამახინჯებას აქვს ადგილი.
წყარო