
ამის შესახებ ცოტამ თუ იცის...რა არის შობა?!
- 2015-01-06 10:02:18
- 4287 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

„მიუგო ანგელოზმა და უთხრა: „სული წმინდა გადმოვა შენზე და მაღლის ძალა მოგიჩრდილავს. ამიტომ ბავშვს, რომელიც დაიბადება წმიდა ღვთის ძე დაერქმევა“ (ლუკა 1:35).
1963 წლის დეკემბის დილას ხუცეს სამოელს გამოეცხადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, მას მოესმა ხმა სამუილ აცნობე ქრისტეს სამწყსოს მწუხარებათა ნუგეშად ღვთისმშობლის ობლობაზე და დაწერე მაცხოვრის გამოუთქმელი შობა.
და გაგრძელდა ეს საუბარი ცასა და დედამიწას შორის გვიან საღამომდე. საუბარი ესე გადმომეცა მე თქვენს ქრისტესმიერ ძმას, თქვენთვის სათქმელად.
ამის შესახებ თანამედროვე ადამიანთაგან ცოტამ თუ იცის. ღვთისმშობელმა ეს მოციქულებსაც კი დაუფარა. 14 წლის ობოლ გოგონა მარიამს ღმერთმა არგუნა თანამოაზრე 100 წლის უძლური ბაბუა იოსები, ეს უნდა ყოფილიყო დაკარგული დედისა და მამის სანაცვლოდ. და აი მას შეემთხვა არაჩვეუკებრივი რამ!
ასეთ ნორჩ ასაკში ჩვეულებრივ სამედიცინო დახმარების გარეშე მშობიარობა შეუძლებელია. ყოველივე ამაში ნორჩი მარიამი ჩაერთო ბავშვური გაკვირვებით: საიდან ანათებს ასეთი სასიამოვნო შუქი? და სად იზრდება ამ ბოსელში ყვავილი, რომლისგანაც ასეთი სიცოცხლის მოყვარული კეთილსურნელება იღვრება?
და სიხარულით აღფრთოვანებული ვერაფერს ვერ იგებს, უცაბედად უხილავი ხელი შეეხო მის მარჯვენა გვერდს და მან მზერა გადაიტანა მარჯვენა გვერდზე. ხედავს, რომ გვერდიდან ამოიზარდა მრავალფერი სურნელოვანი ვარდების დიდი თაიგული. და ეს სძალი უსძლო ზეციური სიხარულის აღფრთოვანებით ეხვევა თავისი უწმინდესი ხელებით ამ საოცარ თაიგულს და ბავშვური მხიარული ხმით იძახის ო, ღმერთო ჩემო! და თაიგულიდან ამოდის გულის ამაჩუყებელი ხმა - მ ე ვ ა რ ღმერთი შენი, ყვავილებიდან ამომავალი ხმის მერე ყოვლადწმინდა დედა ქალწულს თავის ყმაწვილურ ხელებში უკავია მუდმივი ყრმა და ეუბნება:- ძეო და ღმერთო ჩემო შეუნდე ქალაქ ბეთლემს ამ ღამით ობოლი დედისა შენისა უარყოფა და აკურთხე ქალაქ ბეთლემის საჩუქრები, ახალი სახვევები, რომელიც სჭირდებოდა შენს ახალშობილებას. და პასუხობს ყრმა:
და აკურთხებს უფალი ყოველ სულს, რომელიც კეთილს იქმს ჯვარცმული ქრისტეს სადიდებლად.
და ამის შემდეგ ყრმამ დაიწყო მოთქმა ადამიანების შეცდომილ აზრზე: (მათე 1:20,23).
ჩვენ ვხედავთ ქრიტეშობის ხატს: ყრმა ბაგაში, დედა მარიამი და ბაბუა იოსები და კიდევ სახედარი. ღვთის კაცნო ხატი ესე ჩვენი სინდისის ქენჯაა, რამეთუ მრავალი ჩვენთაგანი ისევე როგორც ბეთლემელები ჩაკეტილები მიწიერ კეთილდღეობაში ვდევნით ქრისტეს. არ უშვებენ ობოლ მარიამს, რომელიც სულიწმინდის მადლია თავისი სულის სახლში, რათა მან ხელი არ შეუშალოს თავის უკანონო მხიარულებაში.
და იმ ადგილას, სადაც იდგა სიყვარული ღვთისა და მოყვასისადმი თანამედროვე ადამიანებმა ჩაანაცვლეს წინაპართა წეს ჩვეულებებისადმი სიძულვილით, შეღებილი ტუჩებით და ახალი „კერპით“- ტელევიზორით ელიან სამყაროს უფრო დიდ ბედნიერებას, დრო არ რჩებათ იმაზე, რათა იფიქრონ ღვთის სიყვარულზე, ღვთის იმედზე, რწმენაზე, სინანულზე და ქრისტეს საშინელ მეორედ მოსვლაზე.
ასე ვერ შეიცნეს ბეთლემელებმა ობოლო მარიამი და ვერ ღირს იყვნენ წმინდა გამოუთქმელი მესიის ქრისტეს შობის თაყვანისცემისა. ბეთლემელებმაც, რათა გამართლებულიყვნენ არა ღმერთისა არამედ ადამიანების წინაშე დაიწყეს მესიის ძებნა. არა იმისთვის რომ თაყვანი ეცათ, არამედ მოეკლათ იგი, რათა არ გამეფებულიყო თავისი დიდებით და ყრმა ქრისტემ მოუშორა ასეთი თაყვანისმცემლები გაბერილი შეღებილი ტუჩებით მათსავე მეგობრებთან-ჯოჯოხეთში, სადაც იქნება მოთქმა სიხარულის ნაცვლად და სულელური მუსიკის ნაცვლად გაუთავებელი ხმაური, კბილების ღრჭენა და ეშმაკების ღრიალი.
მაშ ასე ქრისტეს გამოუთქმელ შობაზე ღვთისმშობელმა დაფარა, რა წმინდა მოციქულებისაგან მოუყვა მხოლოდ ერთს ისიც დაუბარა, რომ არავისთვის არ ეთქვა. მრავალნი ცდილობდნენ გაეგოთ როგორ ჩამოვიდა მიწაზე განხორციელებული ღვთის სიტყვა, მაგრამ დედოფალი მიჩვეული უმაღლეს მორჩილებას ვერ ბედავდა საკუთარი თავის ამაღლებას სხვა მოკვდავ ადამიანებზე. მან იცოდა რა არის ქვეყანა და მისი დიდება . მას ჯერ კიდევ არ დავიწყებოდა ის შუაღამისეული ზამთრის ცივი ღამე, როცა მას უნდა ეშვა ის, ვისაც ადიდებენ ანგელოზები. იგივე ადამიანების მიერ გაგდებული იყო მდიდრული ქალაქიდან დასაღუპავად.
და ისინი ვინც იძიებდა მესიის შობას დედოფალი პასუხობდა, შობა მისი - გამოუთქმელია! ასე რომ ქრისტესმიერნო ძმანო,ნუ დავემსგავსებით ჩვენი ცხვორებით მაშინდელ ბეთლემელებს. რომელბიც თავისი მდიდრული „ქალაქური კულტურით“ რომლებმაც სულ მცირე ხნითაც არ მიიღეს თავის სახლებში ის მიწიერი ქერუბიმი, რომელსაც სიყვარულით ემსახურებოდნენ ანგელოზთა დასნი. ბეთლემში მცხოვრებნი ყოველდღე იბნელებდნენ გონებას ლოთობით. კეთილო ადამიანებო! დამათრობელი სასმელები მხოლოდ უგუნურ სითამამეს იძლევა.
ახლა თქვენ ხედავთ, რომ ეს მთვრალი სითამამე აღემატა მთელს ადამიანურ სინდისს. ველური მხეცებიც კი თავისი ველური გულებით ვერ გააკეთებდნენ იმას, რაც გააკეთეს ღვთის რჯულის მცოდნე ადამიანბმა, გააგდეს 100 წლის მოხუცი იოსები და 14 წლის ობოლი გოგონა, რომელსაც უნდა ეშვა პირველი ყრმა, ცივ ზამთრის ღამეს მინდორში, რათა ეშვა ცოდვილი კაცობრიობისთვის გამომხსნელი მუდმივი სატანჯველისგან.
არ შემიძლია გადმოვცე ის ტკბილი ხმა რომელიც მოდიოდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ბაგეთაგან, სული ჩემი სიკვდილამდე შეძრწუნებულია სიბრალულით, თვალები ცრემლით მევსება, ვერ ვხედავ თეთრ ქაღალდს და ხელი ვერ იჭერს კალმისტარს. რამდენი მოითმინე შენ, ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო დედოფალო-ობოლო შენს ძესთან და ჩვენს ღმერთთან, ტკბილ იესო ქრისტესთან ერთად ადამიანების ცხონებისათვის, ჩვენ კი დღესაც ის ბეთლემელები და სოდომელები, ის დაუცველი გოგონა ობოლი მარიამი და ის 100 წლის მომტირალი ბაბუა გააგდეს მდიდრული ქალაქიდან ზამთრის შუა ღამეს დასაღუპავად და ახლა თანამედროვე ბეთლემელებმა ამოცანად დაისახეს, რათა ყველა ადამიანს ისევე სციოდეს და მეტადაც, რომელშიც დაიბადა ქრიტე.
წყარო