ახალი შესაძლებლობა დამნაშავეთა დასაჭერად (2 ფოტო)
- 2014-02-21 12:39:13
- 10546 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
28 წლის იაფეტ ასქალმა ლონდონის რაიონ ბრენტში ავტოსადგომზე მდგომი ავტომობილიდის სალონიდან ნოუთბუქი მოიპარა. თუმცა პოლიციამ იგი დანაშაულის ადგილასვე აიყვანა.
საქმე იმაშია, რომ მანქანაში მოწყობილობა “SmartWater” იყო ჩამონტაჟებული. ეს ტექნოლოგია რეაგირებს საკეტის გატეხვაზე და აფრქვევს სითხეს, რომელიც შეუმჩნევლად ესხმება დამნაშავეს ტანსაცმელზე.
ნივთიერებაში შემავალი ქიმიური ნივთიერება არის უსუნო, თავდაპირველად შეუმჩნეველი, ხოლო კანიდან მის მოშორებას დაახლოებით ერთი კვირა სჭრდება. ამასთანავე, ქიმიური ნივთიერებების გარკვეული კომბინაციის მეშვეობით, პოლიციელებს შეუძლიათ ადამიანი კონკრეტულ დანაშაულს დაუკავშირონ.