
მათ რვაფეხა მოათავსეს ქილაში. შემდგომ კი გამაოგნებელი რამ მოხდა
- 2015-01-07 19:31:50
- 11252 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ჩვენ ჯერ კიდევ იმ აზრზე ვართ, რომ ადამიანი ამ ქვეყნად ყველაზე ჭკვიანი არსებაა. ჩვენ ასევე ვიცით, რომ დედამიწაზე უამრავი "ჭკვიანი" ცხოველია, რომლებიც ადამიანებთან ახლოს ცხოპვრობენ – ძაღლები, ცხენები, სპილოები, ღორები... მაგრამ რვაფეხასგან ასეთს არავინ მოელოდა. დაგვიჯერეთ ეს ვიდეო დაამსხვრევს ყველანაირ სტერეოტიპს ამ ცხოველებზე. რვაფეხა მოლუსკი მიეკუთვნება რბილტანიანთა ტიპს. გავრცელებულია ოკეანათა და ზღვების ტროპიკულ, სუბტროპიკულსა და ზომიერ სარტყლებში. ჩრდილოეთით ვრცელდება შოტლანდიის სანაპირობმე, ხოლო სამხრეთით – ავსტრალიამდე. თავზე აქვს 8 გრძელი „ხელი“ (წარსულში „ხელი“ ფეხად იყო მიჩნეული და აქედან წარმოდგა ცხოველის სახელწოდება) თავისი მისაწოვრებით. იკვებება ნაირგვარი ცხოველებით, თვითონ რვაფეხას ჭამენ ზღვის ძუძუმწოვრები, ზოგიერთი ფრინველი და თევზი. რვაფეხა განსხვავებულსქესიანია. განაყოფიერება შინაგანია. ზოგ ქვეყანაში მას საკვებად იყენებენ. ქვემოთ წარმოდგენილ ვიდეოში ადამიანმა მოათავსა რვაფეხა ჩვეულებრივ ქილაში დახურული თავსახურით. ნახეთ როგორ ითავისუფლებს თავს რვაფეხა...
წყარო