9 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
- 2015-01-08 18:37:21
- 2032 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ვერძი
კარგი დღეა ხელშეკრულებების, მიწის ნაკვეთის, ფინანსური დოკუმენტების გასაფორმებლად. დაფიქრებულად იმოქმედეთ და დიდ ფულს უაზრობებზე ნუ გაფლანგავთ.
კურო
კარგი დღეა პირადი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. ზოგიერთებს ახალი ნაცნობობა ელით, რაც მომავაში დიდ რომანში გადაიზრდება.
ტყუპი
ყურადღებით იმუშავებთ. მართალია მწვერვალებს დღესვე ვერ დაიპყრობთ, მაგრამ გამარჯვებას ცოტა ხანში ნამდვილად იზეიმებთ.
კირჩხიბი
სპონსორების ან გავლენიანი მეგობრების დახმარებით არაერთ საქმეს მოაგვარებთ. მსაღამო გაატარეთ ბავშვებთან ერთად და ნურც დასვენებას დაივიწყებთ.
ლომი
კარგი დღეა სწავლისა და მგზავრობისთვის; აგრეთვე, მოგზაურობის დასაწყებად. ნუ გაართულებთ ურთიერთობას სასიყვარულო პარტნიორთან.
ქალწული
პირადი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად მეტად უნდა გააქტიურდეთ. დროა, ქორწინებაზეც დაფიქრდეთ.
სასწორი
მოაგვარეთ მიმდინარე საკითხები. ნუ წამოიწყებთ გრანდიოზულ გეგმებს. დაიცავით საკუთარი მოსაზრებები.
მორიელი
მოერიდეთ ფულის ხარჯვას, ახალი პროექტების განხორციელებას. საღამო, მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაატარეთ. კარგია მასაჟი, გამოძინება.
მშვილდოსანი
ნუ გაართულებთ ურთიერთობას საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. ახალი პროექტები უმჯობესია თებერვლის დასაწყისიდან განახორციელოთ.
თხის რქა
დაასრულეთ დაწყებული საქმეები და ნუ წამოიწყებთ ახლებს. დღეს თქვენი ლოზუნგი უნდა გახდეს: "მუშაობა, წინ, გამარჯვებისკენ!"
მერწყული
თუ ახლანდელ სასიყვარულო პარტნიორთან აწყობილი ურთიერთობა გაქვთ, წამიერი გატაცების გამო მასთან ნუ გაიფუჭებთ მდგომარეობას.
თევზები
ავანტიურული საქმიანობის ან მეგობრების ახირებების გამო მატერიალურ მდგომარეობას ნუ გაიფუჭებთ.
წყარო - astrologi.ge