გოგონას მუცლიდან ექიმებმა ოთხი კილო თმა ამოუღეს

18 წლის ყირგიზელ აიპერი ალექსეევას ექიმებმა მუცლიდან ოთხი კილოგრამიანი თმის გორგალი ამოუღეს. გოგონა იშვიათი ფსიქიკური დაავადებით იტანჯებოდა, რის გამოც საკუთარ თმას ჭამდა.

აიპერი ალექსეევა ტრიქოგრაფიის მსხვერპლი გახდა - ფსიქიკური აშლილობის ფორმა, რომელიც თმის ჭამის დაუოკებელ სურვილს აჩენს. გოგონა საკუთარ თმას ჭამდა და მრავალი წლის განმავლობაში ეს მის ჯანმრთელობაზე არ ასახულა. სინამდვილეში კი შეჭმული თმის მონელება არ ხდებოდა, მუცელში თმის გორგალად გროვდებოდა, რომელიც გამუდმებით იზრდებოდა ზომაში.

იმ დროისთვის, როდესაც გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მუცელში ძლიერი ტკივილების გამო, აიპერის უკვე აღარც ჭამა შეეძლო და

აღარც სითხის მიღება. პაციენტი ძლიერი გაუწყლოებისგან და შიმშილისგან იტანჯებოდა და რომ არა ქირურგიული ჩარევა, დიდი ალბათობით გარდაიცვლებოდა.

სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია ერთადერთი ალტერნატივა იყო მის გადასარჩენად. ექიმებმა აიპერი საოპერაციოში შეიყვანეს, მუცელი გაუჭრეს და ოთხ კილოგრამზე მეტი თმის გორგალი ამოუღეს. სამედიცინო ჩანაწერებში უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ტრიქოგრაფიის ასეთ ექსტრემალურ შემთხვევაზე არანაირი ჩანაწერი არ არსებობს. როგორც ანალიზმა უჩვენა, გორგალი შედგებოდა თმის და ძირიდან აღებული ცხოველების ბეწვისგან.

ფსიქოლოგიურად პაციენტი სხვა მხრივ სრულიად ჯანმრთელი აღმოჩნდა. საავადმყოფოდან გამოწერისას აიპერი ექიმებს შეპირდა, რომ აღარასოდეს არ გაიმეორებს იგივეს.



წყარო - ambebi.ge