მან კაშკაშა ფერები ჩააამატა ცომში და რამდენიმე წუთში გასაოცარი შედეგი მიიღო!
- 2015-01-08 20:04:25
- 21929 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ამ ვიდეოთი ისწავლი, როგორ გამოაცხო არაჩვეულებრივი ტორტი ცისარტყელას ფერებით! ამისათვის დაგჭირდება ვანილის ნამცხვრის რეცეპტი, რომელსაც იპოვი ვიდეოში მითითებულ საიტზე. მომზადებულ ცომს გაყოფ 6 ბურთულად, გააფერადებ თითოეულს ცისარტყელას ფერებით და გამოაცხობ. დაელოდე, სანამ გაცივდება!
ამასობაში, შეგიძლია მოამზადო ფერადი კრემი. გაიმეორე იგივე პროცედურა, რაც ცომის შემთხვევაში (ოღონდ არ გამოაცხო, რა თქმა უნდა). ექვსი ფერის გარდა, არ დაგავიწყდეს, დაიტოვო ცოტა თეთრი კრემი შიგთავსისთვის.
ამის შემდეგ, დროა ააწყო ცისარტყელას ტორტი. ფერების თანმიმდევრობაა: იასამნისფერი, ლურჯი, მწვანე, ყვითელი, სტაფილოსფერი, წითელი. იმ ზომის ტორტის დასამზადებლად, რაც ვიდეოშია, დაგჭირდება 1,5 ოდენობის ცომი (რეცეპტში მოცემულია 1 ცომის მოსამზადებელი ინგრედიენტები) და ორჯერ მეტი კრემი.
წარმატებები! გაუზიარე ვიდეო მეგობრებს!
წყარო