ფრანგული ტერაქტის რუსულ კვალზე ალაპარაკდნენ
- 2015-01-09 09:39:58
- 1241 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
პროფესიონალი ჟურნალისტების გაერთიანებული საბჭოს მოადგილე, უკრაინის საზოგადოებრივი პალატის პრეზიდენტი, ჟურნალისტური გამოძიებებისა და კვლევის კომიტეტის მოადგილე გენადი ბერეზოვსკი საკუთარბლოგზე საფრანგეთში მომხდარი ტერაქტის შესაძლო რუსულ კვალზე საუბრობს.
არ არის საჭირო ველოსიპედის თავიდან გამოგონება იმისთვის, რომ გავიგოთ სად აქვს გადგმული ფესვები ფრანგული ჟურნალის Charlie Hebdo-ს რედაქციაზე მომხდარ ტერაქტს. პუტინი ამ დრომდე თვლის, რომ იგი მახეში გააბეს, დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ტერორისტების მიერ ჩამოგდებული მალაიზური თვითმფრინავით. რის შემდეგაც, თითქმის, კრახით დასრულდა უკრაინის დასავლეთში მიმდინარე ოპერაცია. მას სურდა, ამასთან დაკავშირებით, როგორმე შური ეძია. ასევე პუტინი თვლის, რომ 2014 წლის 4 დეკემბერს გროზნოში მომხდარ ტერაქტში ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს ხელი ურევია. და აი, მას ფრანსუა ოლანდისთვის სამაგიეროს გადახდის საშუალება მიეცა, რუსეთისთვის მისტრალის გადაცემაზე უარის თქმის გამო.
ამით პუტინს ერთდროულად სამი კურდღლის დაჭერა შეეძლო: იგი დასჯიდა ფრანსუა ოლანდს, საერთაშორისო საზოგადოებას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან ყურადღებას გადაატანინებდა და მსოფლიოს ყურადღებას ტერორიზმის პრობლემაზე მიაპყრობდა.
წაიკითხეთ სრულად