დღემდე გაუხსნელი მკვლელობა, რომელმაც მსოფლიო შეძრა - შავი გეორგინი

მას ელიზაბეთ შორტი ერქვა და გასაოცრად ლამაზი იყო: რძისფერი კანი, შავი თმა, ლურჯი თვალები და თხელი, დახვეწილი კიდურები ჰქონდა. სხვა გოგონების მსგავსად, ელიზაბეთიც ჰოლივუდის ვარსკვლავობაზე ოცნებობდა. მის სურვილს ასრულება არ ეწერა, რადგან ვიღაცამ მისი სასტიკად მოკვლა განიზრახა...
1947 წლის 15 იანვარს პოლიციას უცნობმა ქალმა დაურეკა და განუცხადა, რომ ლოს-ანჯელესის უკაცრიელ ადგილზე 
ახალგაზრდა ქალის დასახიჩრებული გვამი აღმოაჩინა.

ადგილზე მისული პოლიციის თანამშრომლები გაოგნებულები იყვნენ ნანახით. ახალგაზრდა ქალის სხეული აკურატულად იყო შუაზე გადაჭრილი და სისხლის კვალი არსად ჩანდა.
მკვლელობას საიდუმლო სახელი - "შავი გეორგინი" (შავი ოქრიდეა)  უწოდეს. ამერიკის ისტორიაში ეს ყველაზე საიდუმლოებით მოცული მკვლელობაა. 

 

მკვლელობის დეტალები

ელიზაბეთი ზურგზე იწვა, ხელები ზევით ჰქონდა აწეული, ფეხები - გაშლილი. კანის ნაწილი მოჭრილი და გენიტალიებზე მიმაგრებული ჰქონდა. მკვლელს ქალისთვის თმა საგულდაგულოდ დაუბანია. მთელი სხეული დალურჯებებითა და სისხლჩაქცევებით იყო დაფარული. ზოგიერთ ადგილზე კანი მოჭრილი ჰქონდა, პირი - ერთი ყურიდან მეორემდე გაჭრილი. 
აუტოპსიამ დაადგინა, რომ გოგონას სხეულიდან კანი სიცოცხლეში მოაჭრეს და შუაში გადახერხვამდეც ცოცხალი იყო. 
პოლიციას რამდენიმე საათი დასჭირდა გარდაცვლილის ვინაობის ამოსაცნობად. იგი 22 წლის ელიზაბეთშორთი იყო.

ვინ არის ელიზაბეთშორთი?

სიცოცხლეში ელიზაბეთი ლამაზი, მაგრამ უბედური იყო. ფაიფურის თოჯინასავით მომხიბლავ გოგონას მუდამ შავი ფერის სამოსი ეცვა. 
ელიზაბეთის მშობლები განქორწინდნენ, როცა გოგონა 6 წლის გახდა. დედას მარტოს მოუხდა ოთხი შვილის გაზრდა. თანაც, ამერიკული საყოველთაო დეპრესიის პერიოდში. 
17 წლის ელიზაბეთი უკეთესი ცხოვრების ძიებაში მაიამიში გაემგზავრა. კაფეში მიმტანად მუშაობდა და თავდავიწყებით შეუყვარდა სამხედრო. შეიძლება წყვილი დაქორწინებულიყო კიდეც, მაგრამ მამაკაცი ომში საბრძოლველად გაემგზავრა. ელიზაბეთი დაჰპირდა, რომ დაელოდებოდა. სურდა, საყვარელ მამაკაცზე დაქორწინებულიყო, მაგრამ იღბალი "სიურპრიზს" უმზადებდა.

 

საყვარელი მამაკაცის გარდაცვალება დეპეშით აცნობეს. დარდით გულმოკლული ქალი ნებისმიერ მამაკაცს თანხმდებოდა სექსზე სასმლისა და ვახშმის საფასურად. პოლიციამ უზნეო საქციელის გამო ის მშობლიურ ქალაქში მატარებლით გაამგზავრა. 
თუმცა, ქალი პოლიციელებს დაუსხლტა და რადგან მშობლიურ კუთხში დაბრუნების არანაირი სურვილი არ ჰქონდა, ახალი ცხოვრების დასაწყებად ახლომდებარე ქალაქში დასახლდა. 
მოვლენები განმეორდა. ელისაბედს კვლავ შეუყვარდა, კვლავ სამხედრო და ისიც ბრძოლის ველზე გაიწვიეს. გოგონა დაჰპირდა, რომ დაელოდებოდა. სურდა, ამჯერად მაინც დაქორწინებულიყო საყვარელ მამაკაცზე. 
ორი წლის შემდეგ შეტყობინება მიიღო: მისი საყვარელი მამაკაცი ავიაკატასტროფის მსხვერპლი გახდა. ელისაბედს იმედები დაემსხვრა. გლოვის დღეების დასრულების შემდეგ ნივთები ჩაალაგა და ჰოლივუდის დასაპყრობად გაემგზავრა... 

 

აუსრულებელი მიზანი - ჰოლივუდი

იმ პერიოდის თითქმის ყველა გოგონას სურდა მსახიობობა და ჰოლივუდის დაპყრობა. ელისაბედს გადაწყვეტილი ჰქონდა, გავლენიან მამაკაცთან გაება რომანი და მისი დახმარებით კინოვარსკვლავი გამხდარიყო. 
უკანასკნელად ელიზაბეთი სასტუმრო "ბილმორტში" ნახეს. აქ თავის დას უნდა შეხვედროდა, მაგრამ მის ნაცვლად საკუთარ მკვლელს შეხვდა. 
მისი გარდაცვალების შემდეგ საშინელება მოხდა. ჟურნალისტმა, რომელსაც სხვისი უბედურებით სახელის მოხვეჭა სურდა, ელიზაბეთის დედას დაურეკა, ახარა, თითქოს მისმა ქალიშვილმა სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა და მის ბავშვობაზე ინფორმაციის შეგროვება სურდა. როცა ყველაფერი ჩაიწერა, სიხარულით აცრემლებულ დედას აცნობა, რომ მისი შვილი პოლიციამ სასტიკად ნაწამები და მოკლული იპოვა. 


პოლიციის როლი

ელიზაბეთის დაკრძალვიდან ათ დღეში პოლიციას მისი ყველა პირადი საბუთი და ნივთი ჰქონდა შესწავლილი, მაგრამ მკვლელის კვალს ვერ მიაგნეს. მას ყველა ანაბეჭდი განადგურებული ჰქონდა. ათწლეულების გასვლის შემდეგაც კი პასუხგაუცემელია კითხვა, ვის დასჭირდა ასეთი სისასტიკით მოეკლა ლამაზი, მაგრამ უბედური ქალი, რომელიც ჰოლივუდის ვარსკვლავობას აპირებდა. შავი გეორგინი კი ოცნებებით აღვსილი, მაგრამ დაუცველი და უსახელო გოგონების სიმბოლოდ იქცა. 

 

daqali.marao.ge