გრიგოლ ვაშაძის ყოფილი სიმამრი, რომელმაც "ამერიკა გაძარცვა"
- 08/11/18
- 4456 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
"ნაციონალური მოძრაობისა" და ოპოზიციური პარტიების გაერთიანება "ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის განცხადებას, რომ როგორც ყველა ნორმალური მამაკაცი, ორჯერ იყო დაქორწინებული, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. "რუსთავი 2"-ის გადაცემა P.S.-ში გასული სიუჟეტი პრეზიდენტობის კანდიდატის პირად ცხოვრებასა და კარიერას შეეხებოდა.
"როგორც ყველა ნორმალური მამაკაცი, ორჯერ ვიყავი დაქორწინებული. პირველი ქორწინების დროს 18 წლის ვიყავი, ნუ ახლა college sweethearts (კოლეჯის შეყვარებულები)" - თქვა გრიგოლ ვაშაძემ გადაცემა P.S.-ში.
ვაშაძის პირველი ქორწინების და უფროსი ვაჟის შესახებ საზოგადოებისთვის ნაკლებად არის ცნობილი. ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნდა სტატია, საიდანაც ვარკვევთ საინტერესო დეტალებს საპრეზიდენტო კანდიდატის პირველი ქორწინების შესახებ.
გრიგოლ ვაშაძემ 1978 წელს ცოლად მოიყვანა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ბანკის ხელმძღვანელის, ვლადიმირ ალხიმოვის ქალიშვილი, ნატაშა ალხიმოვა. მათ 1979 წელს ვაჟი შეეძინათ. განაგრძეთ კითხვა