გრიგოლ ვაშაძის ყოფილი სიმამრი, რომელმაც "ამერიკა გაძარცვა"

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა" და ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა "ძალა ერ­თო­ბა­ში­ას" საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტის გრი­გოლ ვა­შა­ძის გან­ცხა­დე­ბას, რომ რო­გორც ყვე­ლა ნორ­მა­ლუ­რი მა­მა­კა­ცი, ორ­ჯერ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. "რუს­თა­ვი 2"-ის გა­და­ცე­მა P.S.-ში გა­სუ­ლი სი­უ­ჟე­ტი პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტის პი­რად ცხოვ­რე­ბა­სა და კა­რი­ე­რას შე­ე­ხე­ბო­და.

"რო­გორც ყვე­ლა ნორ­მა­ლუ­რი მა­მა­კა­ცი, ორ­ჯერ ვი­ყა­ვი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბის დროს 18 წლის ვი­ყა­ვი, ნუ ახლა college sweethearts (კო­ლე­ჯის შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი)" - თქვა გრი­გოლ ვა­შა­ძემ გა­და­ცე­მა P.S.-ში.

ვა­შა­ძის პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბის და უფ­რო­სი ვა­ჟის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ნაკ­ლე­ბად არის ცნო­ბი­ლი. ჟურ­ნალ "გზა­ში" გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია, სა­ი­და­ნაც ვარ­კვევთ სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლებს საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტის პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ.

გრი­გოლ ვა­შა­ძემ 1978 წელს ცო­ლად მო­იყ­ვა­ნა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­ხელ­მწი­ფო ბან­კის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ვლა­დი­მირ ალ­ხი­მო­ვის ქა­ლიშ­ვი­ლი, ნა­ტა­შა ალ­ხი­მო­ვა. მათ 1979 წელს ვაჟი შე­ე­ძი­ნათ.  განაგრძეთ  კითხვა